Nickboy
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 7986
წევრი No.: 31021
რეგისტრ.: 7-March 07
|
#61416828 · 21 Jul 2024, 14:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
konfuci
QUOTE | 2. ჯაფარა ჩემი დაკვირვებით წავიდა იმის გამო, რომ მისმა ძმაკაცებმა, განსაკუთრებით ხაჩიძემ ჩათვალა, რომ მე და ვახომ პარტია დავახიეთ და ხელს ვუშლიდით კეზერასთან ვაჭრობაში (რაც მართალია), ანუ გირჩის სახელით ვერ შევიდოდნენ ვაჭრობაში. |
შენი დაკვირვებით, რისი გამოვაჭრება უნდოდა ჯაფარას კეზერასგან? რა არის ჯაფარას მიზანი? პარლამენტში ადგილი არ ყოფილა ხო მისი მიზანი? მაშინ რატომ დატოვებდა მანდატს?
მაშ რა მოტივები ამოძრავებს ამ კაცს, რომელთან ერთადაც პარტიას აშენებდი 4-5 წელი?
ხომ ეძახით ნაცს და გირჩი მთ-ს ნაცების ახალგაზრდულ ფრთას? ხოდა რატომ? ჯაფარას პორნოები აქვს მიშას თუ რა ხდება? რა ამოძრავებს ამ კაცს?
არ მითხრა ახლა არ ვიციო. ამდენი წელი აკვირდებოდი ამ ადამიანს ახლოდან და ეგ ვერ დაუმუღამე? ნაცობას ხო აბრალებ?
თან თუ არ იცი, მაშინ რატომ გგონია რომ ხელს უშლიდი? იქნებ რამე კარგის გამოვაჭრება უნდოდა? მანამდე ხო ამბობდა ჯაფარა, ნებისმიერისგან ავიღებ ფულს, თუ ვალდებულებებს არ მოაყოლებსო. ამ მიდგომას იზიარებდი თუ მაგ დროს არაფერს წყვეტდი და კომფორმულად, ჩუმად იყავი?
QUOTE | 3. პარლამენტში შესვლა არ შესვლაზე ერთიანი პოზიცია გვქონდა სულ და ჯაფარას პოზიცია შეიცვალა მას შწმდეგ რაც ჩვენგან წავიდა და კეზერა-ნაცების ნარატივზე გადაჯდა.
|
შიგნით რაზე ლაპარაკობდით წარმოდგენა არ მაქვს. გარედან გეტყვი როგორ ჩანდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელი გავიდა.
მეგრელიშვილი დადიოდა თქვენგან და ასხივებდა იმას, რომ ეკიდა რაზე მოხდებოდა შეთანხმება, უნდოდა რომ ყველა ოპო შესულიყო და მაგის ფონზე შესულიყავით თქვენც. ჯაფარა აწვებოდა კონკრეტულ რეფორმებს, მათ შორის 2%-იან ბარიერს არჩევნებზე. ნაცებმა საერთოდ არ მოაწერეს ხელი მიშელის შეთანხმებას.
მიშელის შეთანხმება რომ დაირღვა, ყველა ხელმომწერმა პარტიამ, თქვენი თამადობით, გააგრძელა ჩვეულებრივად საპარლამენტი ცხოვრება. ჯაფარიძემ უარი თქვა მანდატზე, ამ შეთანხმების შესასრულებლად შევედი და სხვა არაფერი მესაქმება არალეგიტიმურ პარლამენტშიო. ნაცებიც დარჩნენ პარლამენტში, მათთვის არაფერი შეცვლილა.
კეზერა-ნაცების ნარატივი აქ რაში გამოიხატებოდა? ჯაფარამ რატომ მოაწერა ხელი და არ მოაწერეს ნაცებმა? ჯაფარამ რატომ დატოვა პარლამენტი და არ დატოვეს ნაცებმა? რანაირი კეზერა-ნაცების ნარატივია ეს ყველაფერი? რაში გამოიხატება ჯაფარას ნაცობა?
QUOTE | 4. ჩვენი ქოცებზე მიყიდულობის თემაც ამის მერე გახდა აქტუალური, რადგან თავად განაცდნენ და საჭირო იყო ჩვენზე ქოცების იარლიყის მიკერება.
|
აქაც გავიმეორებ, რაში გამოიხატება ჯაფარას და გირჩი მთ-ს განაცება? შეიძლება ვცდები, მაგრამ მე არ მახსოვს რომ გირჩი მთ-ს რომელიმე წევრს (მითუმეტეს ჯაფარას) აპც გირჩისთვის ეწოდებიდა ქოცებზე მიყიდული. ახლაც რასაც ვუყურე, ქოცებზე მიყიდულს არ გეძახიან (მაგალითად ცოტნე, შენთან ერთად რომ იყოს პოდკასტში). ასე რომ projection-ს უფრო გავს ეს ამბავი, როცა გამწარებულები ამტკიცებთ გირჩი მთ ნაცების ახალგაზრდული ფრთააო.
QUOTE | 6. ჯაფარამ ვერასოდეს გაბედა ჩვენთან სალაპარაკოდ დაჯდომა, ვერც ვერასოდეს გაბედავს, რადგან აქ მყოფი სირებისგან განსხვავებით, მან ძალიან კარგად იცის რომ ეს მარტივი არაა.
|
ისევ და ისევ, შიგნით რა ხდებოდა არ ვიცი, მაგრამ გარედან რაც ჩანდა, სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო გაუხარდა ბევრს გირჩის გაყოფა (მე ძალიან განვიცადე, მაგრამ რა ვუყო, იქნებ ასე მეტი შედეგი დაიდოსთქო). გირჩის ბაბლშიც შენც და ვახოც გამოირჩეოდით ასეთი ურთიერთობის მანერით ადამიანებთან, მათ შორის თქვენს მხარდაჭერებთან, რომლებიც რაღაცებში არ გეთანხმებოდნენ. თან შეურაცხყოფაზე ხო ბანები და ჯგუფიდან გაგდება გქონდათ, ეგ დისკუსიას კლავსო...
მაგრამ რა ვქნა, იდეებს სხვა უკეთესს არავინ აწვება და პიროვნულ ამბავს დავიკიდებ რამენაირადთქო. გაყოფის მერე გაჩნდა არჩევანი და დავუჭირე მხარი გირჩი მთ-ს.
QUOTE | 7. დღესაც მზად ვარ ნებისმიერ ადამიანს, რომწლსაც ოდნავი სერიოზულობა მაინცა აქვს დავუჯდე და მის პრეტენზიებს ვუპასუხო. მზად ვარ პირადადაც გავაკეთო ეს თუ ვინმეს აინტერესებს, მაგრამ როჰორც ჩანს არაა ეს მარტივი ამბავი, რადგან გულის სიღრმეში, ყველა ეგეთმა დაქნეულმა იცის რო მართალი ვარ და ტრაკი უნდა მართალ კაცთან დაჯდომას მის გასამტყუნებლად. |
არ ვიცი სერიოზულობას როგორ ზომავ, მაგრამ მე ჩემს კითხვებს და პრეტენზიებს გეტყვი: 1) საბიუჯეტო დაფინანსებაზე გქონდათ დაპირება, რომ ტესლებს გაათამაშებდით. ამის ნაცვლად ერთხელ გაათამაშეთ პორშე (თუ ორჯერ? არ მახსოვს ზუსტად), მაგით ვალი მოიხადეთ და ჯედების გამყარებაში გაუშვით ფული (ან რავი კიდევ რაში). ეს იყო ერთადერთი დაპირება, რომლის შესრულებაც შეგეძლოთ და ფეხებზე დაიკიდეთ. მე ხომ მოგეცი ხმა 2020-ში, ხომ დამპირდი ასე ვიზამო და ხო გადამაგდე? 2) ამერიკის ელჩთან იკრიბებოდნენ ოპო ლიდერები და რაქვიაშვილი არ შეუშვეს, შენ სიაში არ ხარო. მერე ამბობდით ტრამპს რომ დავუჭირეთ მხარი ღიად, მაგის გამო ბაიდენი გვსჯისო. მაშინ იღადავეთ ეგ თუ მართლა ეგრე გგონიათ? 3) შარშან, როცა იხოდებოდა პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ, თქვენ (მგონი რაქვიაშვილმა) თქვით, რომ არ შეუერთდებოდით პროტესტებს, რადგან არ იბრძოლებდით იმ ხალხისთვის, რომლებიც არ იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის (ენჯეოებზე იყო საუბარი). მაგის ნაცვლად გვაქვსო ბევრად მნიშვნელოვანი ბრძოლა ჯარში გაწვევის კანონთან დაკავშირებით. საერთოდაც, რუსული კანონი სპეციალურად შემოაგდეს ქოცებმა, რომ ჩვენთან ბრძოლა (ბიბლიურ თავისუფლებასთან) გადაეფარაო. მაშინ რაქვიაშვილს (მგონი მან თქვა) არ ეთანხმებოდი, სადმე გააკრიტიკე და არ შემხვედრია? თუ პარტიაში დღემდე ეგრე გგონიათ, რომ თქვენთან საბრძოლველად მოიგონეს რუსული კანონი ქოცებმა? შარშან არ იყო საინტერესო მაგ კანონის წინააღმდეგ ბრძოლა და წელს რატომ გააქტიურდით? თუ ხალხი რო დაინახეთ გარეთ ქუჩაში, მერე გახდა საინტერესო საკითხი? შენი აზრით, ეს კანონი მარტო ენჯეოებისთვის არის პრობლემური? თუ საერთოდ ემიჯნები იმ შარშანდელ განცხადებას? 4) ალბათ, არაა საკამათო, რომ (განსაკუთრებით) გავრილოვის ღამის შემდეგ პოლიტიკოსების დანახვა არ უნდა ადამიანთა დიდ ნაწილს აქციებზე. შესაბამისად, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე ხალხი რომ გამოსულიყო პოლიტიკოსები არ ჩნდებოდნენ სცენაზე (ერთხელ გამოვიდნენ მგონი) და საერთოდაც თვალში არავის ეჩხირებოდნენ, არც დროშებით და არც არაფრით. თავისუფლება მიშას დროშები რომ მიიტანეს ევროპის მოედნის აქციაზე, ჩამოახსნევინეს ეგენი ორგანიზატორებმა. ამის ფონზე თქვენი გირჩის ლოგოს რომ ანათებდით ყველგან, მაგას თქვენგან დამოუკიდებლად ვინმე მხარდამჭერი აკეთებდა თუ, როგორც თქვენ ამბობთ "სხვის ორგანიზებულ აქციას" ეტენებოდით? 5) "აქციის ორგანიზატორებს" ხომ ამოუტრიალე ყველაფერი? თქვენ რატომ არაფერს არ აკეთებდით? ხომ იყო დღეები, როცა არავინ არაფერს არ აკეთებდა და უბრალოდ ხალხი იდგა და კეტავდა რუსთაველს? მაგ დღეებში რატომ არ მიხვედით და არ ცადეთ რაღაც საოცრების გაკეთება? რატომ არ ცადეთ ინიციატივის ხელში აღება? დაგინებული კი არ ჰქონდა აქციაზე არავის, რომ მარტო დაფიონს გაყვებოდნენ. საერთოდ ვინ არიან და რა უნდათ, ყველას ფეხებზე ეკიდა. ვინც ამბობდა რაღაცას, იმას უსმენდა ხალხი. თქვენ სად იყავით? 6) ეს აქციები გაფეილდაო ამბობთ ყველგან, ალბათ, იმიტომ რომ ერთხელაც არ განდეს აქციის ბედი. თქვენი წარმატება როგორ გამოიყურება? ქოცებს ფეხებზე კიდიათ რამდენი ათეული ათასი ადამიანი გამოვა ქუჩაში. ყველა ვარიანტში იღებდნენ ამ კანონს. თქვენ რისი მიღწევა გინდოდათ? არჩევნებმადე 5 თვით ადრე რევოლუციაზე მიდიოდით? პიკეტირებას აპირებდით რამე შენობების (დაგიჭერდნენ)? ქუჩების გადაკეტვას (ეკიდათ)? არ მითხრა ვიდეოებში მაქვს ათასჯერ ნათქვამი და წადი უყურეო. თუ გვესაუბრები ფორუმელებს, გვიპასუხე ფორუმზე. 7) დღევანდელ კონტექსტში თვლი, რომ ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნაზე მხარდაჭერა ადეკვატური გაცვლაა კვოტებზე? თან ხომ ამბობთ ქოცებსაც მაგრად უნდოდათ კვოტების მოხსნა, სიის დაკომპლექტების პრობლემა შეექმნათო. იქნებ თქვენგარეშეც უბრალოდ გაეუქმებინათ? 8) თქვენ ზოგადად ქოცებთან კონსტრუქციული თანამშრომლობის იმედი გაქვთ? 9) თვლით თუ არა, რომ ოქტომბრის არჩევნები არის კრიტიკული ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციისთვის? რომ ოცნების გამარჯვება ნიშნავს მათ ხელისუფლებაში ჩაბეტონებას, ენჯეოების განადგურებას და ზოგადად რუსეთიზაციას? თუ არ თვლით, რატომ გგონიათ ეგრე? ანუ, დანარჩენი ოპოები ("კოლექტიური ნაცები" როგორც მათ თქვენ და ქოცები ეძახით) თუ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ისეთივე ბოროტება გგონიათ, როგორც ქოცები? თქვენ რომ ხართ საუკეთესოები ვიცი, მარა ამათ შორის რა ხდება? რა არჩევანს აკეთებს იაგო ხვიჩია თუ საარჩევნო ფურცელზე არ წერია 36? თუ თვლი, რომ კრიტიკულია, მაშინ არის თუ არა აპც გირჩის გადაწყვეტილება ცალკე გავიდეს ამ არჩევნებზე, როგორც მინიმუმ, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება და როგორც მაქსიმუმ ღალატი და პრ*ჭობა?
QUOTE | 8. ბარიერს გირჩი აუცილებლად გადალახავს, შანსი არაა ხალხი ეგეთი ყ₾ე იყოს კარგი და ცუდი ან მტყუანი და მართალი ვერ განასხვაოს ერთმანეთისაგან. |
როგორც ზეგით დავწერე, სწორედ ასეთი დამოკიდებულებაა გულის ამრევი. შენი და შენი პარტიელების წარმოდგენით, ადამიანი ან გეთანხმებათ ან *ლეა. ყველგან და ყველა კამათში ასხივებთ ამას.
სხვა რამე არგუმენტი გააქვს, რის გამოც გგონია რომ ბარიერს გადალახავთ? თუ თამაშობ ამ ქვეყნის ბედით? თუ ქოცები და დანარჩენი ოპო აბსოლუტურად ერთნაირია შენთვის და თუ 36 არ შევა პარლამენტში, ისემც უქნია სარი უთხრია მთელ ქვეყანას?
მართლა გჯერა რომ ჯაფარას ამომრჩევლები ახლა წავალთ და 36-ს გავაფერადებთ?
თუ ვერ გადალახე მერე რას შვები? "უპს, არ მეგონა ამდენი ს*რი თუ ცხოვრობდა ამ ქვეყანაშიო" იტყვი და გააგრძელებ ცხოვრებას და ბიუჯეტიდან ფულის აღებას?
თუ გადალახე მერე რას შვები? ქოცებთან კოალიციას განიხილავ? ანუ, გჯერა რომ შეიძლება ქოცებმა იგივე ქართულ ქარტიაზე (როგორი ბუნდოვანი და ცუდიც არ უნდა იყოს) უკეთესი შემოგთავაზონ?
QUOTE | 9. ბევრი უაზრო პრეტენზიები წერია ასევე კომენტარებში და ყველას ვერ ვუპასუხებ, მარა ვინმეს რამის ტრაკი თუ გაქვთ, ყოველ დღე 11 ზე ვზივარ ლაივში, შემოდით და დამაკაჩავეთ არგუმენტირებულად თუ მაგრები ხართ რა გიშლით ხელს საკუთარი სი£₾ევის გარდა? |
თუ გინდა ფორუმელებს ელაპარაკო, ელაპარაკე ფორუმზე თუ არ გინდა ფორუმზე ლაპარაკი, ან არ შეგიძლია საკუთარი პოზიციის ლანძღვა-გინების გარეშე გამოხატვა, მაშინ ტყუილად ნუ გვაკარგვინებ დროს.
პასუხის გაცემა თუ გადაწყვიტე, ბანი ვერ გაგაჩერებს, აგერ თანაფორუმელი Dface-იც დარწმუნებული ვარ დაპოსტავს შენს პასუხს.
lepori
QUOTE | მთავარი კითხვა ესაა >> 36-ს შემომხაზველი, 36 რომ არ იყოს ვის შემოხაზვდა? ალბათ უმეტესობა სხვა ოპოს დიდი ნაწილი არავის მცირე ნაწილი 41-ს
თუ მართლა ასეა, ე.ი. გირჩის ცალკე გასვლა ოპოზიციის ზარალია თუმცა, რადგან ბარიერგადალახული ოპო ისედაც აჯობებს ქოცნებას გირჩის ხმებიც უმეტესად მათთან წავა და ამიტომ ამაზე დიდად არ ვნერვიულობ |
გეთანხმები მსჯელობაში, ბოლო ნაწილის გარდა. აპც გირჩი, ევსაქები, ლეიბები და შესაძლოა გახარიაც. ამათ ჯამში იმდენი ხმის დაკარგა შეუძლია ოპო ფლანგისთვის, რომ შეიძლება მთლიანად არჩევნები გავასხათ (გახარიასაც აქ რო მოვიაზრებთ ტრაგედიაა, მარა სხვა გზა არაა). ხოდა რა ვუყოთ ამ ოთხს თუ ეგრე მოხდა? ოთხივე ატრაკებს გადავლახავთ მარტოც ბარიერსო. ხო ნოლია შანსი რომ ოთხივემ გადალახოს?
გახარია ამათგან ყველაზე ახლოსაა ბარიერის გადალახვასთან.
QUOTE | ჩემი აზრით გირჩი დიდი უპირატესობით აჯობებდა ჯაფარას გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლებელია ერთკაციანმა პარტიამ (და ჩემთვის ჯაფარა ისევ ერთკაციანი პარტიაა) ლონგ რანში აჯობს იდეოლოგიაზე დაფუძნებულ პარტიას |
აპც გირჩში ხო მთელი არმიაა პოლიტიკოსების რას ამბობ :დ
ჩემი აზრით, ჯაფარა აჯობებს აპც გირჩს, იმიტომ რომ უკეთესი აღქმა აქვს კონტექსტის და პრიორიტეტების.
იდეოლოგიურად კი პრაქტიკულად არაფერით განსხვევდებიან (მიუხედავად იმისა, რომ აპც გირჩი სკდება შუაზე, გირჩი მთ არაა ლიბერტარიანულიო). უბრალოდ ერთი ახლა ლაპარაკობს იმაზე, რომ არჩევნების უფლება გვაქ გადასარჩენი ქვეყანაში, მეორე კიდე დაბურულ მინებზე ბაზრობს (მაცადეთ ჰიპერბოლიზაცია).
QUOTE | რაღაცნაირი უხეში და ტოქსიკური ხალხი შეიყარა ორივე მხარეს თორე გირჩი ევსაქების ბლოკი ყველაზე ლოგიკურად მოსჩანს ჩემი გადმოსახედიდან |
აპც გირჩთან გასაგები პრობლემები აქვთ და მაგათი გაერთიანება ახლა პიზდეცია. მაგრამ ევსაქებთან არანაირი ტოქსიკურობა არ ჰქონდა გირჩი მთ-ს. აი მეორე მხრიდან კი ტალახის სროლა არ შეუწყვიტავთ. ახლაც რომ მივიდნენ და უთხრან გვინდა ალიანსშიო, დარწმუნებული ვარ არ გაუტრაკებენ და მიიღებენ.
აპც გირჩიც და ევსაქებიც ამ ეტაპზე თავის ეგოს ვერ აბიჯებენ. და იმის ნაცვლად ვინმესთან რამე თანამშრომლობა სცადონ, აძლიერებენ ყველა მიმართულებით ტალახის სროლას, რომ იქნებ სხვისი ამომრჩეველი მიიმხრონ და გადაბობღდნენ ბარიერზე (რასაც ვერც ერთი პარტია ვერ იზამს, რა თქმა უნდა).
PFU
QUOTE | ეგ ჰო, მაგრამ როცა გირჩის იდეებზე და ხმებზე აქვთ პრეტენზია, იქ ყველა ვარიანტში მოუწევთ ერთმანეთთან დატაკება... ან ერთი ჩაიძირება, ან მეორე...
|
ეგრეა
მაგიტომაც არის ჯაფარას დემონიზებას რო ჩალიჩობენ ბაბლში ამდენი წელია. სხვანაირად დაეფანტებათ ის ამომრჩეველიც, რომელიც ჰყავთ.
|