ახლახანს ვნახე ზელენსკის სერიალი "ხალხის მსახური" და საკმაოდ ღრმა შთაბეჭდილება დამიტოვა
სასიამოვნო საყურებელია არა მხოლოდ როგორც მხატვრული შემოქმედება, არამედ როგორც რეალური უკრაინის სარკე.
მრავალი პარალელის გავლება შეიძლება ჩვენთან. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ხალხი და ქვეყნები ვართ, საერთო ისტორია გვაერთიანებს და ამან ღრმა კულტურული გავლენა დატოვა ორივე ქვეყანაზე.
90-იან წლებში აქაურმა და იქაურმა აფთრებმა ისარგებლეს გაურკვევლობით, დაინაწილეს და გაძარცვეს ქვეყანა, მოჯდნენ თავიანთ ნაძარცვზე და დაიწყეს ქვეყნის ბედის იმნაირად გადაწყვეტა, რომ მთელს ერს მომავალი წაართვეს.
კარგადაა აღწერილი ის ფარსი, რომელსაც ატრიალებენ "ძლიერნი ამა ქვეყნისა". საბჭოთა კავშირისგან დასუსტებული მოქალაქეობრივი თვითშეგნება კარგად გამოიყენეს და მონური მენტალიტეტი ახალ მმართველებს დაუქვემდებარეს. წაართვეს ხალხს განათლება, რათა ბავშვებს ვერ შესძლებოდათ ლოგიკური აზროვნება და კრიტიკული ანალიზი საკუთარი რეალობის. გაიდგეს ფესვები და ქვეყანა აქციეს ერთ დიდ ცირკად, სადაც მაყურებლის ყურადღებას იქცევენ ყველაფერ აბსურდულზე, გარდა რეალური პრობლემებისა.
ეს აღწერა მხოლოდ უკრაინას კი არა, ჩვენც ზედ გვაკვდება
გამოგვხრეს, გამოგვაშტერეს და ბონუსად ერთმანეთსაც გადაგვკიდეს
მთელი ცხოვრება უნდათ რომ ცხვრებივით სხვადასხვა მგლების გვეშინოდეს, რათა ვერ შევამჩნიოთ , რომ ყველაზე მეტ ცხვარს მეცხვარე ჭამს
გირჩევთ ნახოთ თუ აქამდე არ გინახავთ და შეიძლება უფრო მეტ რამეზე აგეხილოთ თვალი
3 სეზონია, 2 არის ქართულად