„მინდა მივუსამძიმრო ჩვენ თავდაცვის ძალებს ჩვენი დაღუპული გმირის, ვიცე-პოლკოვნიკის ზურაბაშვილის ოჯახის წევრებს და განსაკუთრებით, ავიაციის სარდლობას. ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ერთი გმირი.
მე მინდა, ვთხოვო საზოგადოებასა, რომ ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ მხოლოდ ორ თეორიულ ვერსიაზე ერთი, არის, რომ შესაძლოა ტექნიკურად გაუმართავი ყოფილიყო საფრენი აპარატი და მეორე ის, რომ შეიძლება შეცდომა დაეშვა ჩვენ პილოტს. ამ ორი ვერსიის გარდა, რა თქმა უნდა, არსებობს მესამე და თეორიულად ყველაზე დიდი შანსის მატარებელი ვერსია, რომელიც არის ის, რომ ასეთ სწავლებებზე შეიძლება მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევა, შეიძლება ადამიანი ყოველთვის ვერ იყოს ისეთ ფიზიკურ ფორმაში. ვიმეორებ, ჩვენ კიდევ ერთხელ გვაქვს მაგალითი, რომ დავაფასოთ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები არა მარტო იმიტომ,რომ საბრძოლო მოქმედებებში მიიღებენ ან იღებენ მონაწილეობას, არამედ იმიტომაც, რომ მათი ყოველი დღე არის რისკის მატარებელი, ისინი თავანთ სიცოცხლეს ყოველდღიურად გაიღებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი უსაფრთხოებისთვის“ | ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ავიაკატასტროფისას დაღუპული პილოტის კახაბერ ზურაბაშვილის შესახებ
ანუ ჯვანშერას თქმით, მხოლოდ ორი ვერსიის - პილოტის შეცდომას და ტექნიკური გაუმართაობის განხილვა არასწორია, რადგან არსებობს მესამე და ყველაზე უფრო დიდი შანსის მქონე ვერსია - პილოტის შეცდომა!
პ.ს. ჯვანშერა მინისტრი აღარ არის, მაგრამ სავარაუდოდ ამაზე მეტს აღარ გვეტყვიან ქოცები.