"ხდება აპელირება იმაზე, რომ 80%-ს საქართველოს მოსახლეობის უნდა ევროკავშირში შესვლა. ეს ალბათ ასეა, მაგრამ იმავე კვლევებში, იგივე NDI-ს კვლევებში, საიდანაც ეს ციფრები ამოვიდა, როცა ლაპარაკობენ მნიშვნელოვან საკითხებზე, მხოლოდ 2%-ს მიაჩნია მნიშვნელოვანი საკითხების სიაში რომ იყოს ეს...
"მინდა შესვლას" - ბევრი ამბობს, მაგრამ "მნიშვნელოვანია" - ამბობს ბევრად უფრო პატარა ნაწილი. ჩვენ ახლა ავიღეთ და რაღაცნაირად გავაფეტიშეთ. ოპოზიცია ამას აკეთებს უკვე ღიად დასავლეთის მხარდაჭერით.
მთელი ქვეყნის ყურადღება ამაზეა გადატანილი. თან ეს ხდება იმ პირობებში, რომ ეს არის აყვანილი საკრალურ დონეზე, დოგმატურ დონეზე. იმიტომ უნდა გავაკეთოთ ეს, რომ წერია კონსტიტუციაში, ჯერ რატომ წერია იმ კონსტიტუციაში, ეს საერთოდ სისულელეა, მე თუ მკითხავთ, არ უნდა ჩაგვეწერა, რა უნდა ასეთ რაღაცებს კონსტიტუციაში, რომელიც მუდმივი დოკუმენტია" | ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი ირაკლი რუხაძე გადაცემა "იმედის კვირაში"