ეს ნახეთ?
https://www.facebook.com/maia.sopromadze.12...9xzQvDHq25aZNQlMaia Sopromadze-Jgenti
გაქსუებული მამა თეიმურაზ ბერიშვილის ყოფილი მრევლის სტატუსი:
“1993-ში დავოჯახდი. მანამდე ეკლესიაშიც დავდიოდი, მარხვებსაც ვიცავდი, ვლოცულობდი როგორც შემეძლო, მაგრამ მოძღვარი არ მყავდა. ასე არ შეიძლებაო და თავის მოძღვართან მიმიყვანა...
თითქოს მაგარი მჭერმეტყველი იყო მამაო. ძალიან საინტერესო ქადაგებები ჰქონდა, თითქოს არც დოგმატურ კანონებს არღვევდა, მაგრამ...
მაგრამ , რამდენიმე ისტორიას მოგიყვებით და თავად განსაჯეთ, შეიძლება თუ არა, ასეთ მოძღვარს საერთოდ ეწოდოს მოძღვარი ...
1) მრევლში საშუალო ფენის წარმომადგენლები თითქმის არ ჰყავდა. ან მილიონრები იყვნენ, რომლებისგანაც დიდ "შემოწირულობებს" იღებდა, ან უკიდურესად გაჭირვებულები, რომელთაც მოსამსახურეებად იყენებდა :
- სახლი დამილაგე.
- სადილი გამიკეთე.
- ძაღლი გამისეირნე.
- "პაეზდკაში" მივდივარ და ჩემი სახლის ყარაულად დარჩი.
და ა.შ.
2) ოფიციალურად გამოცხადებული ჰქონდა, ყოველი თვის ბოლოს, მრევლის თითოეულმა წევრმა თავის შემოსავლის მეათედი მე უნდა მომიტანოს და შემომწიროს, ვინც ასე არ მოიქცევა დაახვიოს ჩემი მრევლიდანო...
3) პატარა ტაძარში ატარებდა წირვა-ლოცვას და ლიტურგიაზე მხოლოდ მისი მრევლის წევრები უნდა მდგარიყვნენ. თუ ვინმე უცხო შემოვიდოდა ტაძარში, აუცილებლად გააგდებდა.
ერთხელ ვიღაც ქალმა ჩხუბი დაიწყო, რას ჰქვია ტაძრიდან მაგდებ, შენი საკუთრება ხომ არ არის ეს ტაძარი, მე ღმერთთან მოვედი, შენთან კი არაო.
"მამაომ" თვალით ანიშნა სტიხაროსან ბიჭებს და ისინიც გაავებულები მივარდნენ მანდილოსანს, ხელები გადაუგრიხეს და ჯიკავით გაიყვანეს ტაძრიდან.
4) ახლა როგორ ექცეოდა თავის მრევლის წევრებს...
უმკაცრესი იყო...
გაშეშებული უნდა მდგარიყავი. მხოლოდ მისთვის უნდა გეყურებინა. ხმის ამოღება აკრძალული იყო.
მტრისას, თუ ვინმეს მობილურის გამორთვა დაავიწყდებოდა და ტელეფონი დაიწკაპუნებდა ან დარეკავდა))))
ასეთს ეგრევე აგდებდა ტაძრიდან.
წირვა ან ლოცვა არაფრით არ უნდა გაგეცდინა. თუ ერთხელ მაინც გამოტოვებდი, მერე აუცილებლად უნდა დაგემტკიცებინა, რომ კვდებოდი და იმიტომ გააცდინე, თორემ მშვიდობით "მამაოს" მრევლობა...
5) ერთხელ მთელი მრევლი კახეთში მივდიოდით მოსალოცად. მამაომ გამოგვიცხადა :
- კვირას, დილით ზუსტად 8 საათზე ყველანი სიონის შესასვლელთან იყავით. არ დაიგვიანოთ, თორემ არ დაგელოდებით!
შაბათი დღე იყო. მამაომ მრევლის მიერ შეგროვილი ფულით ნაყიდი პროდუქტები მრევლის წევრ ქალებს გადაუნაწილა, რომ ექსკურსიისთვის საჭმელები მოემზადებინათ. სადღაც საღამოს
9 საათი იქნებოდა. ერთ საწყალ ქალს ყველი, ფქვილი, კვერცხი და კარაქი შეხვდა. დილის 8 საათისთვის მთელი 250 კაციანი მრევლისთვის ხაჭაპურები უნდა დაეცხო და 8 საათზე ხაჭაპურებით დატვირთული, გაჭიმული უნდა მდგარიყო სიონთან.
რვის ნახევრიდან დაიწყო მრევლმა შეკრება. რვას ორიოდე წუთი უკლდა და მამაომ ბრძანა:
-აბა, ავედით ყველანი ავტობუსებში!
სანამ მრევლი ავტობუსებში მოთავსდა, კი გადასცდა რვა საათს ერთი ხუთი წუთით.
ამ დროს ვხედავთ, რომ გაჩერდა ტაქსი და იქიდან ხაჭაპურებით სავსე უზარმაზარი ლანგრით ხელში , მეხაჭაპურე ქალი გადმოვიდა .
მამაომ მკაცრი მზერა ესროლა მეხაჭაპურეს და მძღოლს განუცხადა :
- კარი არ გაუღოთ! დავიძარით! მაგან დააგვიანა!
დავტოვეთ ქალი, ხაჭაპურებით ხელში...
6) თუ ვინმე თავის ნებით წავიდოდა მამაოს მრევლიდან, ის მამაოს პირადი მტერი ხდებოდა მომენტალურად.
ასე წავიდა ერთხელ სხვა მოძღვართან, ერთ-ერთი ყველასთვის ცნობილი ელიტარული ოჯახის წევრი ...
მამაომ დილით წირვა ჩაატარა. მერე იქადაგა და მართალია სახელი და გვარი არ დაუსახელებია, მაგრამ აღსარება საჯაროდ მოყვა და თქვა :
- კაცი ამას რომ დაგიწერს აღსარებაში, ის ჩემი მრევლის წევრი კი არა, მის ნაჯდომ სკამზეც არ დავჯდები!
ყველანი მივხვდით, ვისი აღსარებაც მოგვიყვა მამაომ...
კიდევ ბევრი რამის გახსენება შემიძლია, მაგრამ აღარ დავწერ...
პირადად მე რაც შემეხო იმ ისტორიებსღა მოვყვები მხოლოდ :
1) ჯანმრთელები ვიყავით მეც და მეუღლეც. ჩვენი უშვილობის ერთადერთი მიზეზი გენეტიკური შეუთავსებლობა იყო. ასევე ერთადერთი გამოსავალი საკუთარი ბიომასალით სინჯარაში ხელოვნური განაყოფიერება.
მაშინ საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. პარიზში უნდა წავსულიყავით მე და მეუღლე.
მეუღლემ მამაოს მოახსენა რასაც ვაპირებდით. მამაომ კი :
- ამას გააკეთებთ და ჩემი მრევლიდან წახვალთ. მასეთი ბავშვები სატანის მოციქულები არიან და მათი მონათვლაც არ შეიძლებაო.
დავუჯერეთ... დავრჩით უშვილოდ...
2) ვაკეში ვაშენებდი კორპუსს. კვადრატული მეტრი მაშინ იმ ადგილას 1200 დოლარი მაინც ღირდა.
მამაომ დამირეკა და მითხრა :
- მ@@@ს ( მამაოს ცოლი) შენთან საქმე აქვს და დღეს საღამოს ჩემთან სახლში მოდი.
მივედი და თურმე რა საქმე ჰქონიათ?!
სულ 7000 დოლარად უნდოდათ ჩემს მშენებარე კორპუსში 120 კვადრატული ბინა.
უარი ვუთხარი!
ამ ამბის მომდევნო შაბათს დაწერილი აღსარება აღარ გამომართვა, შენ და შენი ცოლი ჩემი მრევლი ვეღარ იქნებით, რადგან შენ სიგარეტს ეწევიო.
არადა მთელი 20 წელი ვეუბნებოდი აღსარებაში, რომ სიგარეტს ვეწევი, რაღა იმ დღეს მოხდა კატასტროფა?
ანდა, კარგი, მე ვეწეოდი, მაგრამ ჩემი მეუღლე რა შუაში იყო?!”
“მართლა დადებილებული ვყავდი მგონი)))))
ერთ ისტორიასაც გეტყვით)))))
მთელი მრევლისთვის მაგის დაბადების დღე ზეიმი იყო))
ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ რა საჩუქარს უყიდიდა...
მეც წავედი და მშრალ ხიდზე ანტიკვარული ე.წ. ბეზდელუშკა ვუყიდე 500 დოლარად. მაშინ მაგარი ფული იყო.
მივუტანე საჩუქარი. იმან შეათვალიერა და მეუბნება :
- ირაკლი, მოდი ეს დააბრუნე, სადაც იყიდე. წამოდი და გაჩვენებ მე რაც მინდა და ეგ მიყიდე.
გავყევი მოფარებულში. აიწია ანაფორა. შეიხსნა შარვალი და მაჩვენა ტრუსიკი. მაღაზია დამისახელა, იქ იყიდება ასეთი ტრუსიკები და ერთი 10 ცალი მიყიდეო.
რას ვიზამდი? მოვიტანე ჩემი ბეზძელიუშკა სახლში, აბა უკან ვინღა დაიბრუნებდა? წავედი იმ მაღაზიაში და ვიყიდე 10 ცალი ტრუსიკი , თითო 115 ლარი ღირდა)))))) მეორე დღეს ბედნიერმა მივართვი საჩუქარი)))))”