გიხსნი. მხოლოდ იმისთვის, რომ შენ წაგადგეს:
როცა წერ - "ახლა... რადგან ეს დავწერე ქოცი ვარ", იმის შეგნება არ გყოფნის, რომ ერთი ხაზით წინ შენ არ დააბრალო ვიღაცას რაღაცა - "რაში გაწყობთ ნაცების არც ისე ცოტა ნაწილს".
მე მკიდია, შენ ნაცსა თუ დამიძახებ, იმიტომ რომ სიმართლე ვიცი რომ არ ვარ. შენ კი ნერვიულობ ქოცს თუ გეძახის ვინმე. რატომ? ქოცი არ ვიყო და ვინმე მეძახდეს, არ მკიდია, სახეზე ღიმილით? კიარ გეუბნები ქოცი ხარ მეთქი, უბრალოდ იმას გეუბნები, რომ ასე იოლად მიიღე თუ ვინმე ქოცობას გაბრალებს.
მეორეც კომენტარებს რომ დასდევ და პარტიებად აჯგუფებ, ეგ ავადმყოფობაა, რადგან ნებისმიერი ვინმეს მხარდამჭერმა შეიძლება დაწეროს ერთი და იგივე მიოსაზრება და შენთვის ერთ პარტიაში მოიაზრებიან.
მესამე (ეს განსაკუთრებით უნდა წაგადგეს) : ადამიანები ზოგადად თავის აზრსაც წერენ. და თუ ყველას აზრს პარტიიდან მოსული დირექტივა გგონია, მაშინ, უნდა დაფიქრდე პარანოიის რამე ფორმა ხომ არ გაქვს. შემოწმება ასე შეგიძლია - სახლში თუ ვინმე განსხვაებულ აზრს გამოგითქვამს, და შენ ინსტიქტურად რომელიმე პარტიას აკუთვნებ, მაშინ უნდა დაფიქრდე
ახლა საგანზე:
როცა ვსაუბრობ (და არა ვამტკიცებ. როგორ უნდა დავამტკიცო, ან მე, ან შენ რამე, როცა მხოლოდ იმ მწირ ინფორმაციაზე დაყდნობით ვმსჯელობთ, რამაც ჩვენამდე მოაღწია)..
როცა ვსაუბრობ დადგმული იყოო, ვარაუდს გამოვთქვამ, გარკვეული მეტნაკლებად სანდო ფაქტზე დაყრდნობით,
როგორიცაა მაგალითად:
- ტრამპი მუდმივად მარჯვნივ იყურებოდა, რომ მარჯვენა ყური კადრს მიღმა ჰქონოდა (ვარაუდია რათქმაუნდა, ხომ არ იყურებოდა გამიზნულადო).
- თუ გინდა რომ ყურში მოგხვდეს ტყვია, ვერაფრით ვერ მოგხვდება თუ პირდაპირ იყირები. დიდი-დიდი თმაში მოგხვდეს და სისხლიც ძნელი გამოსადენია და ძნელი გადმოსატანია სახეზე დრამატიზებისთვის (ვარაუდია რათქმაუნდა, ხომ არ იყო გამიზნულადო)
- ზოგადად ვინმემ რომ ესროლოს, ამას არაფერი განსაკუთრებული და გასაკვირი ალბათობა არ აქვს, მაგრამ რომ ესროლოს, და ყურში მოარტყას, თუ ომი არ არის და ასიათასობით გასროლა არ არის, მაშინ ძალიან მცირე ალბათობა აქვს იმას რომ: ა) ესროლონ, ბ) პრეზიდენტობის კანდიდატს, გ) მოარტყან ყურში, ანუ უბრალოდ კიარ გადარჩეს, არამედ დრამატული სურათით. (ვარაუდია რათქმაუნდა).
- პრეზიდენტობის კანდიდატის დაცვა 40 წამში ისევ ფეხზე აყენებს ყრამს იმავე ადგილას გმირულად შემართული ხელით, მაშინ როცა საფრთხე საერთოდ არ განეიტრალებულა და არავინ იცის კიდევ არის სროლის საშიშროება ვინმესგან. მე თუ სადმე მინახავს ან დააჯდებოდნენ თავზე ყველანი, ან მაქსიმუმ ხოხვბით გავიდოდნენ სცენიდან ტან ძაან დიდი ხნის შემდეგ, როცა საშიშროება თითქმის მთლიანად მოიხსმნებოდა. (ვარაუდია რათქმაუნდა, ხომ არ იყო გამიზნულადო).
- ხო არ მევასა კიდევ ტრამპის მოღეღილი საყელო, როცა 40 წამის შემდეგ ადგნენ, გეგონება გულზე დეფიბლირაცია ჩაუტარესო. დრამატიზებული მეჩვენა რადგან ამის წინაპირობა იქ არ იყო რომ ერთი ღილი შეეხსნათ და პერანგი გაეღერათ ტრამპისთვის. ეგრევე "შევარდნაძეზე თავდასხმა" გამახსენდა, გაღეღილი რომ გამოიყვანეს ტელევიზორში, უფრო "თავდასხმული" რომ გამოჩენილო.
ვარაუდია. გამიგე?
უბრალოდ გასართობად შეგიძლია ვიდეოში გადაავლო თვალი ამას რაზეც მე გავამახვილე ყურადღება.
თორემ რა მტკიცება, ამას ვინ დაამტკიცებს?!
ვპოსტავთ. თავს ვიქცევთ, ფეხბურთის ფინალს ველოდებით.
შენ კიდევ იძაბები.
ჰო, ამ საკითხზე მეტს აღარ დავპოსტავ, თორემ ვიღაცას მართლა შებყრობილი ვეგონები