#61419583 · 22 Jul 2024, 22:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kodeqsi
QUOTE | ფსიქიკას ვერ დაბრალდება, შეუძლებელია ერის ფსიქიკა იყოს ამდენად პრობლემური და თავისთვის არაგონიერი საფრთხის შექმნისკენ ტოტალურად მიდრეკილი |
არაა მასე მარტივად საქმე. შენ ამ თემაში მხოლოდ მანქანის ტარებას ეხები, თორე სხვა სფეროებშიც იგივეა. მაგალითად მშენებლობა-მიშენებებში, სადაც ადამიანს მშვენივრად ესმის, რომ ცხრასართულიანი მიშენება ორ მილს ვერ დაეყრდნობა წესიერად და მაინც აშენებს. თან, რაც მთავარია, თავად იქ ცხოვრობს, ოჯახით. ისიც ესმის, რომ მთელი დიდუბე რომ ზეთითაა გაჟღენთილი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, პირდაპირ წამლავს ორგანიზმს და სწრაფი ტემპებით სიკვდილისკენ აჩქარებს, მაგრამ მაინც ასხავს და თან ცხოვრობს იქ. დავუბრუნდეთ მანქანებს. ღვედის შეკვრაზე პრინციპიალური უარი რა კატეგორიაში გადის, თუ არა სიცოცხლის ფეხებზე დაკიდების ? უამრავი მაგალითია მსგავსი. შენ აქ ცხოვრობ და ვერ ატყობ, რადგან თვალი მიჩვეული გაქვს, მე 35 წელი არ ვიყავი აქ და რომ ჩამოვედი, აშკარად მომხვდა თვალში, რომ ერი კაპიტალურად გადაგვარდა. რიგში დგომა და დისციპლინა არც მაშინ გვიყვარდა, მაგრამ კამიკაძეები არასდროს ვიყავით. ახლა რიგში დგომა ცოტა ოდენ ვისწავლეთ, მაგრამ სამაგიეროდ კამიკაძეები გავხდით.
--------------------
Was mich nicht umbringt, macht mich stärker.
|