მოწიწებით ვიხრი თავს თქვენს წინაშე,
რაკი უკიდეგანო ჰუმანისტთან მქონია საქმე.
შეჯიბრებითობა - სოციო-კულტურულ სივრცეში, მთლიანადაც და მის სხვადასხვა სეგმენტში - ადამიანთა არსებობის ერთ-ერთი მთავარი წესია.
ეს - არ ეხება მხოლოდ ლიტერატურას ან პოლიტიკას.
წიგნებია ამაზე დაწერილი,
ჯერ - ვიდრე განაყოფიერება მოხდება, სპერმატოზოიდები თავს იხოცავენ ბრძოლით, რომელი გაანაყოფიერებს ერთადერთ კვერცხუჯრედს. ასე ვჩნდებით ქვეყანაზე.
ახლა წარმოიდგინეთ, სხვების, დამარცხებულების სისუსტეზე მტირალი - გამარჯვებული სპერმატოზოიდი!.
უფრო მარტივი მაგალითი უკეთესია?
კი , ბატონო!
წუხელ ფეხბურთი ხომ წავაგეთ, არა?
რა უხარია ნეტა მომგებ გუნდს?!
უნდა დასხდნენ ერთად, თავისი სათადარიგო შემადგენლობიანად და ისე უნდა იყვნენ ჩვენი წაგების გამო შეწუხებულნი, ეს როგორ დაემართათო, რომ სულ ცხარე ცრემლით დაგვტიროდნენ;
ერთმანეთს ეუბნებოდნენ, მოგებაში რა არის სასიხარულო, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე სუსტი გამოგვადგა, სუსტს ვაჯობეთი.
ამის განვრცობა შეიძლება ნებისმიერ ომზეც,
რაც შეეხება ამერიკის არჩევნებს,
აქ რომ ახლა დალაგებული ქვეყანა გვქონდეს, რატომაც არა! იყოს ქალი პრეზიდენტი, ჩვენი, ქალური პრობლემები მისთვის ხომ უფრო ნაცნობია, არა?! …
მაგრამ, სამწუხაროდ, აღარც ქვეყანა გვაქვს დალაგებული და ირგვლივ არეულ მსოფლიოზეც ყოველწუთიერად გვეკარგება გავლენა და კონტროლი, რომელსაც გონივრული პოლიტიკით და რაც მთავარია, ფულით ვინარჩუნებდით.
ბიუჯეტი კი ძირის ძირამდეა დასული.
ჩემი შტატი ტენესი ამერიკაში ერთ- ერთი ყველაზე წყალუხვია.
წელს წყლის მოხმარებაზე მკაცრი შეზღუდვები გვქონდა.
“ალდი” - ამერიკაში ერთ- ერთი უიაფესი მარკეტია. პრაქტიკულად, უფულოებისთვის. ჩემს სახლთან ძალიან ახლოა და მე მიყვარს შევლა. სწორედ რამდენიმე დღის წინ დუჟინი კვერცხის ფასი 80 ცენტიდან 3 და 60 იყო “თექსიანად” - “ალდიში”!!! გაზრდილი. ფოტო გადავუღე, ვნახავ და დავდებ. თან არ დაგავიწყდეთ, ერთ კლიენტზე - ერთი თორმეტკვერცხიანი ,, ლატოკის” მეტი არ გაიცემა!
ნიუ იორკში ახლობელს ვუთხარი და რა იაფი ყოფილაო, სადაც ჩვენ ვყიდულობთ, ხუთზე ნაკლებად არსად არ არისო. (ფრიჰოლდი)
პატარა და საშუალო ბიზნესები, მეტადრე კვების ობიექტები მძიმე განსაცდელში არიან. ბევრი დაიხურა, დანარჩენები - ფასებს ვერ ზრდიან, კლიენტურა რომ არ დაეკარგოთ და პორციები ისე დააპატარავეს, მაგალითად პიცა მრგვალი დასადების ნაპირებიდან რომ გადმოდიოდა, წრიულად ერთი გოჯით პატარაა იმ დასადებზე.
მთავრობა - ვერც ლოკალური და ვერც ფედერალური - საკუთარ მოქალაქეებს რეალურ დახმარებას ვეღარ უწევს სტიქიური უბედურებების ზონებში. ფლორიდაში, ჩრდილო კაროლინაში და აშ.
ჩემი რჩევა ასეთ შემთხვევებში:
ნაღდი ფული მოიმარაგეთ, ვისაც როგორ და რამდენიც შეგიძლიათ.
ტუალეტის ჩასარეცხი წყალი ბიდონებით რომ იყიდება ხელზე, მხოლოდ ნაღდ ფულს საჭიროებს. იქ ბანკომატები - გათიშულია, ბანკები- აღარ არსებობს…ხელში მარტო პლასტიკური ბარათი თუ შეგრჩა, ასიც რომ გქონდეს, დაღუპული ხარ!
მაცივარში თუ რამე გაქვთ და გამოღება შეგიძლიათ, ჯერ ის პროდუქტი მოიხმარეთ! უშუქობის გამო მაინც გავიფუჭდებათ. ამის მერე კონსერვები. მერე - რაღაც იქნება. მთავრობისგან თუ ვერა, საიდანმე, კეთილი ხალხისგან დახმარება მოვა.
ყოველივე ეს იძულებულს გვხდის, ძალიანაც რომ არ გვეხატებოდეს გულზე, ტრამპის სასარგებლო არჩევანამდე მივიდეთ, იქნებ რამე უშველოს მდგომარეობას…
თუ არ მოხდა რაიმე სერიოზული ტექნიკური მანიპულირება, ტრამპი არა პროცენტებით, არამედ სუფთად იგებს.
მისი სიცოცხლის ხელყოფის სამმა წარუმატებელმა შემთხვევამ ხომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ცნობილი ნათქვამი:
,, ხალხს - დაჩაგრული უყვარს!”
ოჯახიანი ხალხი ამბობს, ქალის გაცინებული სახის ყურება კი უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ტრამპისა, მაგრამ ამ გამოწვევების მდგომარეობაში ოჯახს ქალის ,,სმაილი ფეისით” როგორ შევინახავთო!
რეალობა, რომელიც შიგნიდან ჩანს, ასეთია..
This post has been edited by nino darbaiseli on 15 Oct 2024, 07:44
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს.
...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004