თავისი ნებით აკეთებენ. ეგ არის კაპიტალიზმი
შენ მუშაობ და ვინც ვერ მუშაობს, იმას სახელმწიფო ეხმარება შენ მიერ შეტანილი გადასახადებით
შედეგად ყველა სოციალურად დაუცველი არის დახმარებული და არა მხოლოდ ის, ვისაც ფეისბუქის სამათხოვრო პოსტებში ამოირჩევ
შედეგად, როცა იქნები ორსულად, შენც გახვალ დეკრეტულ შვებულებაში
და ასე შემდეგ
სიკეთე აქედან ის არის, რომ თუ წარმატებული იქნები და მეტ ფულს იშოვი, მეზობლები არ შეგჭამენ
ასევე ყველგან, სადაც წახვალ შენს ქვეყანაში, დაგხვდება განვითარებული ინფრასტრუქტურა, რადგან ამასაც შენი გადასახადებიდან მიღებული ფულით აკეთებს სახელმწიფო
ამიტომ ეძახიან მთავრობას ხალხის მიერ დაქირავებულს
მთავრობა იმაში ხარჯავს იმ ფულს, რაშიც გადასახადების გადამხდელს და ამომრჩეველს უნდა
ამიტომ იძლევიან საარჩევნო დაპირებებს, რომ ამ დაპირებების მიხედვით ამოირჩიო პარტია
და ეს დაპირებები თუ არ სრულდება, ის მთავრობა უნდა გადააყენო თუ თავისი ნებით არ გადადგება
მაგრამ საქართველოში ამის მაგივრად მეზობლები ერთმანეთის წინააღმდეგ ურიგდებიან გამგებლებს და ელოდებიან, როდის შეუსრულებს ის გამგებელი იმ დაპირებას
და ეს დაპირება არის ხოლმე, რომ ციხეში არ ჩაგსვამ, 300 ლარს მოგცემ, ხახვს მოგცემ და ეგეთები