ხანდახან მგონია საქართველოში არ ცხოვრობ
ჩვენ არ გვყავს ისეთი ოპოზიცია, რომელიც ადგება და პირად ამბიციებს გვედით გადადებს და გაერთიანდება.
არც მაგ ოპოზიციას აქვს მოსახლეობაში მასეთი ნდობა.
ხალხიც დაიღლილი და დაბეჩავებულია -ერთადერთი ახალგაზრდობა იბრძოლებს.
მაგრამ თუ მოხდა სასწაული და ამ ოპოზიციამ არ ჩაიჯვა, ქოცები მარტივად დასრულდებიან და არანაირი ამხელა მაშტაბების შეტაკება არ იქნება. ჯარი არ გაყვება ქოცებს, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი ნაწილი, ხოლო რუსების შემოსვლა ქოცების მხარდასაჭერად ნაკლებად მოსალოდნელია, თან ჩვენ მიუხედავად ყველაფრისა მასეთ რამეს არ გავუტარებთ.
თავის დროზე კარგად ჰყავდა საბჭოთა იმპერიას ქართველი ერი უკვე დაყლევებული და დამოუკიდებელი რესპუბლიკაც აღარავის ახსოვდა, მაგრამ როდესაც სტალინის მხარდასაჭერად გამოსული ახალგაზრდები ჩახოცეს რუსებმა, აი მანდ დაკარგეს საქართველო.
რეგიონებში ქოცებს ვინც ყავთ ხმების მომტანები მათი დიდი ნაწილი განუდგება ქოცებს, როდესაც რუსები შემოვლენ.
საბედნიეროდ, ასაკოვანი დაყლევებული ხალხის გარდა, რუსთუმები არ არიან ბევრი.
ეგ ბოტოები ჰქმნიან ეგეთ რეალობას, თორემ ისე არ არის მაგათი რიცხვი დიდი, უბრალოდ ჩვენ ვართ ემოციური ხალხი და რაციონალური აზროვნების უნარი დიდი არ გვაქვს, ამიტომ ბევრს ჯერ კიდე სჯერა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება შეიძლება და მართლა ქრისტიანობას იცავენ და ა.შ. მაგრამ, როდესაც ეგ რუსები ღიად შემოვლენ, იქ ისევ ემოციები ჩაირთვება და მერე ქოცებს ვეღარაფერი უშველის.
უამრავი მინუსი გვაქვს, მაგრამ ერთ დღეს თუ ამოგვასხა, მართლა მოსკოვამდე ჩავალთ
ისე, რასაც ვუყურებ ტიკ ტოკზე მართლა ძალიან ევროპული ერი ვართ ძმაო.
სხვები ამ რეგიონში ისეთებს წერენ, შენ შეგრცხვება მაგათ ნაცვლად.