#61445027 · 1 Aug 2024, 23:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სწორედაც ზანგეზურის კორიდორია აზერებისა და ირანის დამაკავშირებელი სომხეთის ტერიტორიის გავლით.მაგაზე აწვება აზერბაიჯანი სომხეთს. ეგ არ აწყობს ირანს, რათა არ გააძლიეროს მთავარი მტერი-თურქეთი და არ შეაქმნევინოს დიდი თურანი. სხვა კოზირი არ დარჩა სომხეთს და არ მისცემს მაგ შანსს. საფრანგეთიც იმიტომ აწვდის იარაღს სომხეთს ირანის გავლიტ, რომ თურქეთმა აფრიკაში აურია დალაგებული სქემები ურანის საბადოებიდან პროდუქციის მიღებისა . ფრანგების ენრგეტიკა დგას ატომურ სადგურებზე, რასაც სჭირდება აფრიკული ყოფილი კოლონიებიდან ურანი. ალტერნატივა არის ყაზახური ირანი, თუმცა იქაც რუსები არიან მთავარი აქციონერები და თურქებიც ურევენ საქმეს. ამიტომაც ერევა საფრანგეთი სომხეთ-აზერეთის პრობლემებში. რაც შეეხება საქართველოს--ჩვენც არ გვაწყობს ზანგეზურის ამუშავება იმიტომ, რომ აზერები იქიდან გაუშვებენ თურქეთისაკენ ტვირთებს და ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზით--სამატარებლო ტვირთებს.სააკაშვილის მიერ მაგ ხაზის გაყვანამ ცელი გამოუსვა საქართველოს რკინიგზას--ნაცვლად 18 დოლარისა პლუს 8 დოლარისა ტონაზე პორტში--3 დოლარად გაატარებს თავის ტვირთებს ახალქალაქის გზით. პლუს500 მლნ გვასესხა პროცენტით მაგ ხაზის ასაშენებლად ჩვენივე რკინიგზის საზიანოდ. მოკლედ--არ გვეღირსა ისეთი მთავრობა, როელიც თავისი ჯიბის მილიონის გამო ქვეყანას არ დააკარგვინებს მილიარდს. ასევე მოიქცა ღარიბაშვილიც, როცა ლეგენდარული შავი ზღვის კაბელზე მოუწერა ხელი აზერებსა და ევროკავშირს. 100 მლნ ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან და ტარიფებში კაპიკებია ჩადებული ტრანზიტის ღირებულებაზე ჩვენთვის. საკუთარი ელექტრო ენერგიის მეტობა კი კაი ხანს არ გვექნება და ალიევის დენი უნდა ვატაროთ ევროპამდე მიზერული ტარიფით. გასაიდუმლოებულია ეგკონტრაქტიც და როგორც ინსაიდერები ამბობენ--მაგის გამო მოქინძეს ღარიბა დამაგის გამო ემუქრებოდა ,,ფიცოს ვარიანტით,, კობახიძეს ევროკომისარი უნგრეთიდან. ეგ იყო მაგ კაბელის საქმის ორგანიზატორი.
|