შენ წარმოიდგინე არც ქალია,ინტერსექსია.
ადამიანი დაბადებულია XY(კაცის) ქრომოსომებით მაგრამ აქვს ანომალიური დარღვევები (რამდენიმე სინდრომი არსებობს) რის გამოც შეიძლება განუვითარდა ქალის გენეტალიებიც.
ოღონდ არა, ეს არ არის ქალი, ეს არის კაცი, ანომალიური ბიოლოგიური და სამედიცინო გადახრებით.
ქალებსაც შეიძლება იგივე დაემართოთ ანუ მათ ვისაც XX ქრომოსომები აქვს და ვიტყოდით რომ ქალია, მაგრამ აქვს ბიოლოგიური ანომალიები.
ის ფაქტი რომ ადამიანს აქვს ბიოლოგიური ანომალია, არ აქცევს მას ქალად თუ გენეტიკურად კაცია(XY).
ბევრმა დაწერეთ რომ ტრანსგენდერიც არ არის, დაბადებიდანვე ქალი უწერია პასპორტშიო და არავითარი ოპერაციები ან ჰორმონალური თერაპია არ გაუკეთებია რომ ქალი გამხდარიყოო.
შეიძლება ზოგი მემარცხენე woke - სთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ სუპერ ზუსტი ტერმინი გამოიყენო მაგრამ ეს ზემოთხსენებულ ბიოლოგიურ ანომალიას არ ცვლის. ფაქტი კი ფაქტია რომ კაცია და თავს ქალად თვლის - ბოლოს რაც მახსოვს, ტრანსგენდერიც ამას ნიშნავდა მაგრამ შეიძლება ესეც შეცვალეთ ტერმინების ჯადოქრებმა.
ასევე ფაქტია რომ გენდერ ტესტების გამო ადრეც მიუღია დისკვალიფიკაცია და არ დაუშვეს ქალთა შეჯიბრზე. ამის გამო სასამართლოშიც კი იჩივლა მაგრამ შემდეგ თავადვე თქვა უარი საქმის გაგრძელებაზე და გამოიტანა საჩივარი.
ასევე ფაქტია რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა
თქვა რომ პასპორტში ქალი უწერია და ესეც საკმარისიაო. მაშინ როცა იქამდე ეს საკმარისი არ იყო და ტესტებს უტარებდნენ. მიმდინარე ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები რომ პირწავარდნილი woke - ები არიან და შესაბამის მავნებლურ პოლიტიკას ემსახურებიან, ამას თქვენც ვერ უარყოფთ.
ფაქტია რომ ასეთი ანომალიების მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ მნიშვნელოვანი უპირატესობა და მისი მონაწილეობა ქალთა ტურნირში იგივეა რაც ქალად გადაცმული კაცის მონაწილეობა - რაც ქალების მიმართ დიდი უსამართლობაა.
საბოლოოდ კი რისი დამტკიცება გვინდა
რომ ანომალიები არ არსებობს? თუ იმის რომ კი არსებობს მარა თვალები უნდა დავხუჭოთ?
ამ კაცის პოსტია.
https://www.facebook.com/share/p/bruqqshCYa...mibextid=oFDknk This post has been edited by არმეძებო on 3 Aug 2024, 00:52