⚡IDF სპიკერი:
IDF-მ დაასრულა დარტყმები ჰეზბოლას სადაზვერვო შტაბის 60 ობიექტზე.
დარტყმების შედეგად განადგურდა ინფორმაციის შეგროვების ობიექტები და სამეთაურო პუნქტები.

⚡️ირანული ფატეჰ-110 ბალისტიკური რაკეტა ლიბანში შენობის ნანგრევების ქვეშ აღმოაჩინეს IDF-ის საჰაერო თავდასხმის შემდეგ.
ეს არის პირველი დადასტურება იმისა, რომ ჰეზბოლას აქვს ეს რაკეტა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰეზბოლამ ირანიდან Fateh-110 რაკეტები 2014 წელს მიიღო.
დიაპაზონი: დაახლოებით 250–300 კილომეტრი.
ქობინი, რომლის წონაა 500 კილო

⚡IDF სპიკერი:
ღაზას სექტორში ბოლო 24 საათის განმავლობაში 40-ზე მეტი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.
‼️როიტერი: აშშ ხელს უწყობს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც გავლენას მოახდენს როგორც ლიბანზე, ასევე ღაზას სექტორზე.
ამერიკული წინადადება გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას ჩრდილოეთში გარკვეული პერიოდის განმავლობაში პოლიტიკური მოლაპარაკების მიზნით.
ამ დროისთვის ისრაელი არ დათანხმდა.
მინისტრთა კაბინეტის სხდომა 20:00 საათზე გაიმართება.
გენერალური შტაბის უფროსი ჰერცი ჰალევი ჩრდილოეთში მანევრის დროს: „ჩვენ არ ვჩერდებით. თვითმფრინავები მთელი დღე უტევს და ჩვენ ვემზადებით ლიბანში სახმელეთო შეტევისთვის“.
შტაბის უფროსმა ჩრდილოეთ საზღვარზე მე-7 ჯავშანტექნიკის ბრიგადის სწავლება დღეს ჩრდილოეთის სარდლობის მეთაურთან, 98-ე დივიზიის მეთაურთან და სხვა მეთაურებთან ერთად დაათვალიერა.

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრი:
ლიბანში დილიდან მომხდარი თავდასხმების შედეგად 51 დაიღუპა და 223 დაშავდა.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
LA. Lakers: Brazil: PSG: AC.Milan
Kobe Bryant
Ronaldo Fenomeno
Rafa Nadal
Jannik Sinner
Thiago Silva
Heroes come and go, but legends are forever!!! Kobe Bryant