#61457118 · 7 Aug 2024, 09:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ირაკლი მელაშვილი *** დღევანდელი დღის გენიალური დასასრული - წყნეთის გზატკეცილის "რეაბილიტოლოგებმა" ამჯერად გაზის მილი გახეთქეს! მათი გმირული საქმიანობის ორდღიანი მონაგარი ასე გამოიყურება: გუშინ დენის ხაზი გაწყვიტეს, მერე მიაყოლეს ინტერნეტის და ტელევიზიის ხაზები, დღეს დილით წყალსადენი და დენის სადენები დააზიანეს და ეს ყველაფერი ამ საღამოს გაზის მილის გატეხვით დაასრულეს!
დილით წყლის მილის შეკეთებისას მიწა დაყარეს ერთადერთ ამოსასვლელში და ორი კორპუსი ბლოკადაში მოაქციეს - ხალხი ვერც საქმეზე მიდიოდა და საერთოდ, მანქანებიც ვერ გამოყავდა! ვინმე ავად რომ გამხდარიყო, ჩვენს კორპუსთან სასწრაფოც კი ვერ მოვიდოდა! თან ისეთი დებილები არიან, გაზის მილი რომ დააზიანეს, შემკეთებლი ბრიგადა არც კი გამოიძახეს! მერე უბანში როცა აუტანელი გაზის სუნი დადგა და ხალხი დაპანიკდა, კორპუსის თავმჯდომარეებმა დარეკეს 112-ში. აი, ასეთი მაგარი კომპანია მუშაობს ჩვენთან. თან მოსახლეობამ პრეტენზია რომ გამოთქვა, აქეთ დაიწყეს "ბლატავი", ამოდენა სამუშაოებს რომ ვაკეთებთ, აბა, როგორ გინდათო!
# თბილისის მერია, ეს გამწარებული ხალხი თქვენ მოგადგებათ უკვე და მერე არ დაიწყოთ პოლიტიკა, ოპოზიცია, ნაცები, არჩევნების გამო ხდება და ა.შ. აღარ შეგვიძლია! ან წყალი არ გვაქვს, ან დენი, ან ინტერენეტ-ტელევიზია და ახლა ამ რეგვენებმა გაზის მილის გატეხვით კინაღამ ჰაერში აგვწიეს! კაი, მერი თბილისში არ არის, ან ინფრასტრუქტურის სამსახური, ან შესაბამისი ვიცე მერები გონს ხართ მანდ საერთოდ?! რამდენი ხანი უნდა ვითმინოთ ამათი უპასუხისმგებლობა და უმსგავსობა "სილკ როუდი" იქნება ეს თუ თქვენი სიპების და აიპების სხვა კონტრაქტორები! მაინცდამაინც რამე უბედურება უნდა მოხდეს?
|