ვითარება კურსკის რეგიონში:
ღამით ვითარება შედარებით მშვიდო იყო შეტევის მიმართულებზე, თუმცა კორონევოს და მალაია ლოკნიას გარეუბნებში შეინიშნებოდა უკრაინული სადაზვერვო დივერსიული ჯგუფების აქტიური მუშაობა,
პარალელურად, ორივე მხრიდან წყაროები აცხადებენ, რომ ქ.სუჯა უკვე უკრაინელთა კონტროლში იმყოფება - სავარაუდოდ, დღეიდან გვექნება დამადასტურებელი ფოტო-ვიდეო მასალა.
ამავდროულად, მთელი ღამის განმავლობაში, დაკავებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობდა გამაგრებითი სამუშაოები და უკრაინული რეზერვების შედინება, რომლებიც თუ კი აპირებენ, შემდგომ წინსვლას, სავარაუდოდ სწორედ დილიდან განაგრძობენ შეტევით ოპერაციებს - ნელ-ნელა წამოვა ინფორმაციები.
მეორეს მხრივ, რუსულ წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წუხელ რეგიონში ჩავიდნენ რუსული რეზერვები, მათ შორის ჩეჩნური ნაწილები და ემზადებიან ფრონტის დასასტაბილურებლად და გარღვევის ლოკალიზებისთვის.
უკრაინული საჰაერო თავდაცვის ეფექტური მუშაობის და სწრაფი მარშირების შედეგად, კვლავ ვერ ჩაერთო წისნვლის შეჩერების ოპერაციაში აქტიურად რუსეთის საჰაერო ძალების ტაქტიკური ავიაცია - მაღალ ედექტურობას ვერ ავლენს, ვერც საარმიო ავიაციის დამრტყმელი შვეულმფრენები.
აქედან გამომდინარე, გუშინ რამდენჯერმე დაფიქსირდა, რომ რუსებმა მოძრავ უკრაინულ კოლონებს ესროლეს კასეტურ თავაკიანი "ისკანდერის" ტიპის ბალისტიკური რაკეტები, თუმცა სუბელემენტების დიდი გაშლის გამო, კოლონები არც კი დაზიანებულა, მითუმეტეს არ შეჩერებულან.
შეჯამებისთვის, თუ კი უკრაინის გენშტაბს დაგეგმილი აქვს კურჩატოვოში მდებარე კურსკის ატომური ელექტრო სადგურის ხელში ჩაგდება, მაშინ დღეს მარშირებით კიდევ ერთ დიდ ნახტომს ვიხილავთ.