#61471130 · 12 Aug 2024, 11:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | არვიცი როგორ უნდა მოიქცე მაგ გაუნათლებელ ხალხთან ურთიერთობისას, ყველაფერზე თავი უნდა უქნიო? |
როცა ადამიანს საქციელი აზროვნებას წინ უსწრებს, გაუნათლებლობის და ხეპრეობის ბრალია, შეიძლება მეორე წამშივე მიხვდეს რა ჩაიდინა, მაგრამ ბოდიშს არ მოიხდის, რადგან იმედი აქვს რომ ირგვლივ მყოფთაგან ერთი ნაწილი ასეთივე ხეპრეა, მეორე ნაწილი კი ზრდილობიანი და მომთმენი - და რომ პირველი ნაწილი გულში კვერს დაუკრავს, მეორე ნაწილი კი მიუტევებს. ამიტომ ეგ ადამიანი უნდა დააყენოთ დილემის წინაშე (და არა საკუთარი თავი) როგორც კი წამოაყრანტალებს სირობას, ეგრევე სხვების თანდასწრებით უნდა უთხრათ, რომ ამწუთას პირადად თქვენ და თქვენს ოჯახს დედა შეაგინა, და თვალებში უნდა უყუროთ მანამდე, ვიდრე დილემას არ გადაჭრის. მისი რეაგირების მერე უკვე თქვენ არანაირი დილემის წინაშე აღარ იდგებით, არც მისი და არც დამსწრეების მიმართ. თუ არ ალოკა გადაფურთხებული, უბრალოდ დგებით და გამოეცლებით, დამერწმუნეთ, თქვენი დემარშის მერე საკმარისი დაეჯმება დარჩენილებისგან. მაგრამ ეს არ მოხდება, თუ ჩაყლაპეთ, არა აქვს მნიშვნელობა, იმ წუთას სხვებმა იციან თუ არა, რომ თქვენ გაგინებენ როცა გაიგებენ, პირიქით თქვენი იმიჯი შეილახება.
--------------------
აიღე აგური!
|