Biutiful- ხოდა, არაერთხელ მითქვამს
აბრამსი არის სრულიად ამერიკის არმიაზე მორგებული ტანკი
ძალიან ეფექტური ამერიკის პირობებში (როცა სრული საჰაერო/სადაზვერვო დომინაციაა)
მარა არის ძალიან ხარჯიანი, აქვს ბევრი წვრილმანი ხარვეზი და ამიტომ ძალიან ცოტა არმიის შეიარაღებაშია ის
ლეოპარდი კი არის უფრო უნივერსალური, ნაკლებხარჯიანი, გამოსადეგი ტანკი
რის გამოდაც ნატოს არმიების 70%-ის შეიარაღებაშია და თავად უკრაინელებიც ასახელებენ საუკეთესო ტანკად
თორე ოპტიკა, ჯავშანი, ელექტრონიკა და ა,შ
ორივეს აქვს უმაღლესი დონის
5+ ტანკია ორივე
მარა მე რომ არჩევანი მქონდეს, მაგალითად საქართველოს არმიისთვის
ლეოპარდს ავირჩევდი ან კორეულ K-2-ს
- არ გესმის სამხედრო თემატიკა და რა გიყო?
ერთ სიბრტყეზე რა შუაშია, ერთი თაობის სისტემებია
ისევე როგორც მაგალითად F-18 და სუ-35 (მე-4 თაობის)
მარა ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ერთნაირია ორივე
ეს ნიშნავს რომ ერთი თაობის/კლასისაა ორივე, მარა მახასიათებლებით მაგალითად F-18 ჯობს სუ-35-ს
ისევე, როგორც ჯაველინი კორნეტს
ბრედლი ბმპ-3-ს და ა,შ
მარა სპაიკი არის ერთი თაობით ახალი სისტემა და გადის სხვა კატეგორიაში
როგორც მაგალითად F-35 და F-22 (მე-5 თაობის)
მუხვდი ეხლა, თუ რა სხვაობაა სპაიკსა და ჯაველინს შორის?
- ბრედლიც არის წინა თაობის ქსმ
ამერიკა უკვე დიდი ხანია ფიქრობს მის შემცვლელზე
და ერთ-ერთი ვარიანტი იყო ლინქსი
ზოგადად დასავლეთის ქვეყნები ერთმანეთში მჭიდროდ პარტნიორობენ და რაც უკეთესია იმას ლიცენზიით ან ერთობლივი წარმოებით აწყობენ
ბევრი პროექტია ასეთი და არაფერია გასაკვირი
მაგალითად 600-ზე მეტი ბოქსერიც შეუკვეთა ბრიტანეთმა რეინმეტალს
და ამერიკაც აპირებს სტრაიკერების ჩანაცვლებას
ომებშია ჭიპმოჭრილი ტ-34-იც და ამიტომ არ შეეცვალათ? რა შუაშია ეს?

ყველა შეიარაღებას აქვს თავისი რესურსი, რის მერეც ხდება მისი ახალი თაობით ჩანაცვლება
ისევე, როგორც თავის დროზე ჩანაცვლდა უამრავი წინამორბედი ტექნიკა
რა გჭირს ეს ფანატიკური სიყვარული? ბინდი რომ გეფინება თვალებზე?

გაეცანი ნიუსებს და აღარ გექნება ასეთი რეაქციები
თავად ამერიკელებისვე სტატიებს გაეცანი და სამხედრო ანალიტიკურ ნაშრომებს
ამათუიმ შეიარაღებაზე
This post has been edited by DIDGORI-GEO on 16 Aug 2024, 03:26