“ეს სიმპტომები უკურნებელია” - ეკატერინა შულმანის დიაგნოზი რუსეთს
...
ახლა მოდაშია ლაპარაკი მოლაპარაკებებზე - ეს ერთგვარი პარადოქსია, და აი, რატომ: ელიტას უყვარს საომარი მდგომარეობა, ეტრფის მას, რადგან ეს აძლიერებს მის პოზიციებს შინ და გარეთ, მეტი ფული აქვს, მეტი პოლიტიკური სუვერენიტეტი. მოსწონს ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრეში ბატონობა, ეს უმარტივებს შიდა პოლიტიკის მართვას, პროტესტის ალაგმვას და ა.შ. მოკლედ, ყველაფერი მოსწონს, გარდა თავად ომისა, სამხედრო მოქმედებებისა, რადგან აქ უკვე სიურპრიზები შეიძლება მოხდეს, მაგალითად, აღმოცენდეს ისეთი კაცი, როგორიც პრიგოჟინია. ამას გარდა, ომი ძვირი ჯდება, ბევრი ფული იხარჯება და ნაწილი ისეთ ხალხზე, რომელზეც ფულის დახარჯვა მანამდე წარმოუდგენელი იყო, მაგალითად, რუს ჯარისკაცზე.
რუსეთის სახელმწიფოს არასოდეს გადაუხდია ამდენი ფული საკუთარი ხალხისთვის, არაფერში: არც შრომისთვის, არც სიცოცხლისთვის, სიკვდილისთვის, რისთვისაც გინდა, ის ფული, რომელიც დღეს რუსების ფრონტზე გადასროლაში იხარჯება, უპრეცედენტოა.
მოსაზრება, თითქოსდა რუსეთი არის სახელმწიფო ამოუწურავი რესურსებით, ყბადაღებული პროპაგანდაა. მაგრამ აი, რა არის უცნაური, ცვლილება, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გაგვიაზრებია ბოლომდე: დღემდე, რუსეთის ისტორიის განმავლობაში სულ ისე იყო, რომ ხალხი ბლომად გვყავდა, აი, ფული კი ცოტა იყო და არ გვემეტებოდა. ფულს, ოქროს, უცხოურ ვალუტას ფასი ჰქონდა, აი, ხალხს, ადამიანებს არანაირი ფასი არ ედოთ, რამდენიც გინდოდა, რამდენიც გჭირდებოდა, ხალხი არასდროს იყო პრობლემა. და აი, მოულოდნელად ეს ყველაფერი თავდაყირა დადგა. ბოლომდე ჩემ თავსაც კი ვერ ვუხსნი, რამხელა მასშტაბის ცვლილებაა ეს და რას უნდა ველოდოთ ამ ცვლილებისგან. იქ [კრემლშიც] არ ესმით კარგად, რადგან მანამდე არასდროს აღმოვჩენილვართ მსგავსი დილემის წინაშე.
- პირველად რუსეთის ისტორიაში, რუსეთს უწევს ფული გადაიხადოს მკვდარი რუსისთვის.- სწორედ ასეა, და რუსები საკმარისად აღარ გვყავს, ამოწურვად რესურსად იქცა. ფული ბლომად გვაქვს, იმაზე ბევრად მეტი, რაც გვჭირდება, აი, ხალხი კი აღარ გვყოფნის, არც შინ და აღარც ფრონტზე. უზარმაზარი შრომითი დეფიციტი გვაქვს და თანდათან იქ, სადაც ჯერ არს, იაზრებენ: შეუძლებელია მილიონ ორასი ათას რუბლს უხდიდე ადამიანს, რომელსაც ორ კვირაში შენი სარდლობა ხორცსაკეპში შეუძახებს და მოკვდება. არმიაში ეს ჯერ არ ესმით, ვერც პოლიტიკურ ეშელონებში გაიაზრეს სრულად, მაგრამ თანდათან მოდიან აზრზე. არ ვიცი, რა მოჰყვება ამის მთლიანად გააზრებას, ამ ახალ რეალობას, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, როგორც სოციოლოგიის მკვლევარმა, რომ ეს უზარმაზარი, გარდამტეხი მნიშვნელობის ცვლილებაა.
... ომის დაწყებიდან ორწელიწად-ნახევარია გასული, ქუჩებში გამოსულ რუს დედებს კი ჯერაც ვერ ვხედავთ. სად არიან რუსი დედები? რას აკეთებენ?- რატომ მოხდა, რომ ავღანეთისა და ჩეჩნეთის ომების მსვლელობისას ჩამოყალიბდა ჯარისკაცების დედათა მოძრაობები, უკრაინის ომის გამო კი არა? იმიტომ რომ ამ წინა ომებში ახალწვეულები იბრძოდნენ, ნებისმიერი უიღბლო რუსი ახალგაზრდა შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ფრონტზე. შესაბამისად, ეს ომები მთელ სოციუმზე ახდენდა გავლენას.
მაგრამ დღეს სულ სხვა მოცემულობაა - დღევანდელი თავდაცვის სამინისტრო, და ზოგადად რუსული ჯარი, ეს არის სახელმწიფო სახელმწიფოში. ეს ერთგვარი რომაული არმიაა, რომელსაც წისქვილებიც კი თან დააქვს... ამ ომში ძირითადად ნებაყოფლობით მიდიან, მატერიალური დაინტერესების გამო - ფულს გიხდიან და შენც მიდიხარ. ეს არაა გარემო, სადაც ჯარისკაცთა დედების მოძრაობა წარმოიშობოდა.
თუმცა შეიქმნა ჯარისკაცების ცოლების მოძრაობა, უფრო სწორად, მობილიზებულების ცოლებისა, რომელსაც კრემლი ვერაფერს უხერხებდა, ვერაფრით ჩაახშო და ბოლოს უცხოეთის აგენტებად გამოაცხადა.
...
https://www.radiotavisupleba.ge/a/33078329.html This post has been edited by griankali on 14 Aug 2024, 18:22
რუსეთი უნდა დაინგრეს.