ღრუზინის ტვინი კი პრიმიტიულია, მაგრამ თავად ეგ კამპანია უფრო ზემოდან მოდის.
რაც ოცნება მოვიდა და დაიწყო რუსეთის გათეთრება, ეგრევე ხომ არ გეტყოდნენ რომ რუსეთი კარგიაო...
პასუხად ყველაზე გამოღლევებული ღრუზინიც კი ეტყოდა - მა აფხაზეთი და სამაჩაბლო რად წაგვართვაო?
ამიტომაც მიმართეს ხერხს...როდესაც იტყვი რომ რუსეთი ოკუპანტია, კონტრ არგუმენტია - აბა თურქეთი არაა ოკუპანტი?

აბა ამერიკა არაა იმპერია?

ანუ პირველ ეტაპზე რეალური მტერი რუსეთი და თურქეთ დასავლეთი ერთ სიბრტყეზე უნდა დამდგარიყო.
მეორე ეტაპზე შედის ბაზარი - მე ისევ რუსეთი მირჩევნია ძმი, მართმადიდებელია სხვა თუ არაფერი

ახლა ფაქტიურად მეორე ეტაპზე ვართ.