სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) სპიკერის, ფადი ელ-აბდალას თქმით, „მონღოლეთის ხელისუფლებამ თავისი ვალდებულებების შესაბამისად უნდა დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი ქვეყანაში მისი ვიზიტის შემთხვევაში”. ამის შესახებ მან BBC-ის განუცხადა.
მისივე თქმით, მონღოლეთს, ისევე როგორც ICC-ის სხვა წევრებს, აქვთ „სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულება“ და ეს ეხება დაკავების ორდერებსაც, მათ შორის პუტინის წინააღმდეგ.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 3 სექტემბერს მონღოლეთს ეწვევა, რომელიც რომის წესდების ხელმომწერია. ხელმომწერი ქვეყნები ფორმალურად ვალდებულები, არიან შეასრულონ 2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერი პუტინის დაკავების შესახებ.
* * *
ალფა სიხშირე /Alpha Frequency
ფრანგული მედიის ინფორმაციით, პაველ დუროვმა, ტელეგრამის შემქმნელმა დაკავებისას ფრანგულ სპეცსამსახურებთან ითანამშრომლა- დაკავების შემდეგ, მან თანხმობა განუცხადა სამართალდამცავ უწყებებს, წვდომა მიეღოთ მის ტელეფონზე და ტელეგრამის დაშიფრულ ინფორმაციაზე.

ის დროა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების კომუნიკაციების მთავარი უწყებები გაჰკიოდნენ