#61525826 · 8 Sep 2024, 08:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე ვარ სიკვდილით დასჯის მომხრე...
ბრეივიკის დარი ტიპი უბრალოდ არ უნდა დატოვო ცოცხალი, არათუ ისეთ პირობებში მოახდევინო სასჯელი და თანაც ვადიანი (არა უვადო), როგორშიც ის იხდის ნორვეგიაში, არადა ჩვენც ხომ გვინდა გავხდეთ ევროპა, ცხოვრების დონით და ხარისხით ნორვეგიას დავემსგავსოთ...
ჰუილოსთვის (თეორიულად დავუშვათ, ხელში ჩაგვივარდა) დახვრეტაც ცოტაა, მინიმუმ სადამივით ჩამოხრჩობა, ოღონდ ჯერ ყვერებით დასაკიდია, რაც მან ჩვენც და მსოფლიოსაც ზოგადსაკაცობრიო უბედურებანი მოგვიტანა...
11 სექტემბრის ტერორის ორგანიზატორებს/შემსრულებლებს ასევე არაფერი ესაქმებათ ამქვეყნად...
7 ოქტომბრის მოვლენებისას იმ უბედური ფეხებმომტვრეული ებრაელი გოგოს გვამს თავზე რო აჯდა ის სუნიანი პირუტყვი მკვლელი, უთხარით აბა იმ გოგოს ოჯახს თქვენი შვილის მკვლელის უფლებაა ოცი წლის მერე გინდ მოჩვენებითი, მარა კაი ქცევის ფონზე მიეცეს საშუალება ჩვეულებრივ თავისუფალ ცხოვრებას დაუბრუნდესო და გინდაც თქვენს გვერდით დასახლდესო, უნდა შეეგუოთო... უფალმა დაუფაროს ყველას, მარა ვინმეს რომ ახალგაზრდა შვილი ველურად მოუკლან და მერე ასე ცინიკურად მისი გვამიც შეურაცხყონ, ნორმალურ ჩვეულებრივ მშობელს ხომ ამის შემხედვარე ფსიქიკა გაუნადგურდება და ზედ შეაკვდება მკვლელის ნაკუწებად ქცევას, მითუმეტეს, თუ ეცოდინება, რომ მკვლელს არ მოელის სიკვდილით დასჯა...
პ.ს. ეს, მართალია, ზეუკიდურესი მაგალითებია მოყვანილი აქ, მარა ასე უაპელაციოდ გაცხადება, რომ სიკვდილით დასჯის არსებობა იმთავითვე დიდი უსამართლობა და ბოროტებაა, უბრალოდ არაა მართებული არანაირად...
This post has been edited by kodeqsi on 8 Sep 2024, 09:01
--------------------
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...
|