Saturnრახან შენ წამოწიე ეს საკითხი
გაგცემ პასუხს ზოგადად ტრამპზე ჩემ ხედვაზე
ტრამპი წინასაარჩევნოდ ამბობს იმას, რაც ამერიკელების აბსოლუტურ უმეტესობას უნდა
ანუ რატო უნდა ვყაროთ ასეულობით მილიარდი იმ ქვეყნების დაცვაშიო, რომლებიც ჩვენზე უკეთ ცხოვრობენ და თვითონ მინიმალური ხარჯების გაღება არ უნდათ თავდაცვისთვისო
რატო უნდა ვიხადოთ გერმანიის, ნორვეგიის, ფინეთის დაცვაში ფული, როცა თავად ჩვენზე უკეთესი საშუალო ცხოვრების დონე აქვთო
ამერიკა არის მსოფლიო ჰეგემონიო და ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ყველა მოკავშირეო, თუმცა თავადაც უნდა გაიღონ სამართლიანი განაწილების პრინციპით ხარჯებიო
ჩვენი გამონთავისუფლებული ხარჯები კი ჩავდოთ ეკონომიკაში, ინფრასტრუქტურაში და ა,შ
რაც შეეხება უკრაინის ომს, ის ამბობს
ბაიდენი რომ სუსტია იმიტომ გაბედა პუტინმა შეჭრაო
ბაიდენს ასეულობით მილიარდი გამოვუყეთ და ინდენად უნიათოა, რომ ომის მესამე წელს კიდე რუსეთია შეტევაზეო
მე კი ამ ომს დავასრულებ იმ პირობებით, რაც ამერიკის ინტერესებშიაო
ხოლო თუკი პუტინი ამას არ დათანხმება, უკრაინას ამოვტენი იარაღითო, იმდენს მივცემ ერთად, რაც ბაიდენს 3 წლის მანძილზე არ მიუციაო
მსოფლიოში აშშ-ს სახელი არის შერყეულიო, მე კი აღვადგენ და ყველას დავანახებ ჩვენს ძალასო
ამას ამბობს ის და არა, რუსეთს ან ჩინეთს რამეში მოვაგებინებო
პირიქით, ამერიკა უპირველეს ყოვლისაო და ყველას, ვინც ბაიდენის სისუსტის გამო გაგვითამამდა ან რამე გაგვიბედა, ჭკუას ვასწავლიო
ზოგადად, ტრამპის ფსიქოლოგია არის ბიზნესმენის
ანუ სულ მოგებული უნდა თამაშიდან გავიდეს
ვერასოდეს ვერ ვიტან მარცხსო და ყოველთვის ჩემი პირობებით მინდა საქმის დასრულებაო
მუდამ რეიგანს ედრება და აქვს განდიდების მანია(ნარცისაა)
ამიტომ გამორიცხულია ეგ თამაშიდან წაგებული გავიდეს
პირიქით ისტორიაში უნდა შესვლა, თან ბოლო ვადა ექნება(ბოლო შანსი) და მე პირადად უფრო მეტად რადიკალური მგონია რომ იქნება, ვიდრე პირველ ვადაში იყო
ტრამპზე აი ეს წიგნი წაიკითხე და ბევრ რამეს გაიგებ მის ფსიქოტიპზე
მეც ეხლახანს წავიკითხე და ბევრი ისეთი რამ ვნახე, რაც არ ვიცოდი
აქ აღმოაჩენ იმ ტაკტიკებს თუ რას იყენებს მოლაპარაკებების დროს, რომ თავისი გაიტანოს
ასეთმა კაცმა კი არამგონია პუტინთან წაგებული გავიდეს თამაშიდან, მითუმეტეს როცა ისტორიაში შესვლა უნდა
პუტინს თუ ვინმე აჯობებს, მისნაირი ავანტიურისტი და შემტევი მასტი
და არა ულტრა-ლიბერალი პაციფისტი
ტრამპი სულ იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ არის უშიშარი, მებრძოლი, ალფა-მამრი, ხისტი, მიმწოლი, ყვერებიანი
ესაა მისი ხაზი
და როგორ გგონია, ესეთი ტიპი თავისი იმიჯისთვის წაგებული გავა თამაშიდან?
თან ამერიკის მტერთან?
წინასაარჩევნოდ რას ამბობს ხმების მოსაზიდად ამას დიდად ნუ უსმენ
ხო იცი პოლიტიკოსებს არ უნდა ენდო ზოგადად წინასაარჩევნო დაპირებებში
მთავარია თეთრ სახლში შესვლის მერე რას იზამს
2016-შიც ბევრ რამეს ამბობდა წინასაარჩევნოდ და საპირისპირო გააკეთა პრეზიდენრობისას
ასე რომ
ტრამპი ზოგადად ლატარეაა
თუმცა პირადად მე
მისგან ბევრად უკეთესს მოველი, ვიდრე ობამას პარტიისაგან
ვისმა პოლიტიკამაც ამ უმძიმეს დღეში ჩაგვაგდო