ტრამპისტია თუ არა, ილარიონოვი ასახელებს ფაქტებს, რომლებიც არის არსებითი და დემოკრატების სუფთა კობახიძისეულ პროპაგანდას აშიშვლებს.
მაგალითად, აშშ-ის დახმარების კანონის რიცხვები დეტალურად გაარჩია, რომ $61 მილიარდიანი „უკრაინის დახმარება“ რეალურად $7÷8-მილიარდიანია.
მაგ გახადა ცნობილი, რომ მაშინ, როცა ბაიდენები დარბოდნენ, არიქა, რესპები გვიშლიან ხელს და იმიტომ არ ვეხმარებით უკრაინასო, გასახარჯი თანხა ჰქონდათ $6 მილიარდი და იქიდან ბოლოს $200 მილიონი მისცეს და დანარჩენი გაუქმდა! დამტკიცებული ფონდიდან შეეძლოთ მიეწოდებინათ და არ მიაწოდეს...
არადა, სწორედ მაგ ნახევარწლიან წყვეტას მოჰყვა უდიდესი პრობლემები და დღევანდელი რუსების შეტევა, თანდათან მაგრამ მაინც რომ მოიწევენ, სწორედ მაშინ შექმნილი პრობლემების გაგრძელებაა!
დემების ქოცური პროპაგანდის გავლენით კი დღემდე იძახის ბევრი, აი, რესპები რომ არ დაეხმარნენო. არადა, არ დაეხმარა მოქმედი ადმინისტრაცია, რადგან ერჩივნა, კონკურენტებზე დაეჯვა რომელიმე კრახი კალაძესავით, თუნდაც ფრონტზე საქმე გაფუჭებულიყო.
ანდა თვითონ იმ კანონის მიღებაც – ექვსი თვე ამწნილეს დემებმა რამდენიმე კანონპროექტი ერთად, ისე გადაბმული, რომ მიღება შეუძლებელი ყოფილიყო, ხოლო როცა მეორე პარტიას დაუთმეს, იმათ ორ თვეში შეადგინეს ცალ-ცალკე კანონპროექტები და ყველა მიიღეს.
მეტიც, ერთ-ერთი კანონის სახელის თქმაც კი ვერ გაბედეს და ტიკტოკის კანონი დაარქვეს, მაშინ როცა 28 ათას სიტყვიან კანონში ტიკტოკი ნახსენებია ერთხელ. კანონს კი ჰქვია Peace through Strength – რეიგანის საყვარელი გამოთქმა და წარმოიდგინე, ვაშინგტონ პოსტმა სახელის თქმა ვერ გაბედა.
ტრამპზე თუ არ მოგწონს საუბარი, აგერ მოუსმინე ცსს-ს უფროსის, ბილ ბერნსის შესახებ საუბარს.
https://www.youtube.com/watch?v=wF2UO5Evt7oეს არის ნამდვილი კატასტროფა, რასაც სალივანს აქ ვაგინებთ, ასჯერ უარესი აქვს გაკეთებული ბერნსს. და არა მარტო ახლა, მაგალითად, ის რუსეთში ელჩი როცა იყო, 2008 წლის თებერვალში ამბობდა, მაპი არ მისცეთ საქართველოს და უკრაინასო, მათი ნატოში მიღება არ შეიძლებაო, ფაქტობრივად გაუპრავა პუტინს ომები, პირველმა ახსენა წითელი ხაზები ატომურ იარაღთან დაკავშირებით, როცა ჯერ რუსებსაც არ ჰქონდათ ეგ ნათქვამი. ანდა, მკვლელი კრასიკოვის რუსებისთვის გადაცემის შესაძლებლობაზე ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდა, როცა ლამის კონკრეტულ გაცვლაზე საუბარიც არ იყო.
ჰოდა ჰარისი რომ მოიგებს, ვის დანიშნავს ბლინკენის ადგილზე? ) „ამაშია საქმე“. თუ ეგ მოხდა, დღევანდელი ჩაჯმულობები მონაგონი იქნება.
აი, ასეთი რამეები გამოაქვს სააშკარაოზე ილარიონოვს და არიქა, ტრამპის მხარეს არისო... ტრამპის დედაც იქ #####ან.
ანუსში კოცნას რაც შეეხება, ილარიონოვი იყო 2008 წლის ომის და შემდგომ პერიოდში საქართველოს ყველაზე თანამიმდევრული მხარდამჭერი, და ყველაზე ეფექტიანიც, უფრო ეფექტიანი, ვიდრე თვით ქართული მხარის აქტორები. ამიტომ თუნდაც მას არ ეთანხმებოდეს დღეს ქართველი, გააკრიტიკოს, დაუწუნოს პოზიცია, კი ბატონო, მაგრამ ეგრე უდიერად არ უნდა მიმართოს. ცხადია, თუ სექტანტი ქოცი არ არის. მათთვის ილარიონოვი მოღალატეა, რაკი 2008 წლის ომში რუსები გაამტყუნა.
This post has been edited by griankali on 1 Oct 2024, 13:40
რუსეთი უნდა დაინგრეს.