makvalaარ შეესაბამება სიმართლეს. რუსული ავიონიკა აყენია. ფრანგული კომპონენტები ქონდათ გამოყენებული მაგრამ ჩანაცვლებადია, ახალ ბორტებზე აღარ იყენებენ. მხოლოდ არსებულ ბორტებზე სადაც ფრანგული ელემენტები გამოიყენება იქ ჭირდებათ სანქციებისთვის გვერდის ავლა რომ ბრძოლისუნარიანობა შეინარჩუნონ და მაგისთვის ყაზახეთს იყენებენ.
რაც შეეხება წარმოების ტემპებს, საავიაციო სფეროში რუსეთს საკმაოდ დიდი სიმძლავრეები აქვს შენარჩუნებული, გამომდინარე იქედან რომ ბევრი საექსპორტო კონტრაქტი ქონდა წლების განმავლობაში ისეთი მსხვილი მყიდველებისგან როგორებიც არიან ჩინეთი და ინდოეთი, ამიტომ ავიაციას აწარმოებს ასე თუ ისე ბევრს "მშვიდობიანობის" პერიოდის წარმოების ტემპებით.
თვითონ რუსეთის საჰაერო ძალები განიცდიან ავიაციის დეფიციტს იმის გამო რომ ბანალურად ფინანსები არ ყოფნით და არა იმიტომ რომ ვერ აწარმოებდნენ. ფული რომ ქონოდათ დღეს 300 სუ-35 ეყოლებოდათ და არა 100.
იგივე ეხება სუ-34-ებს, მეტის ყიდვა შეეძლოთ მაგრამ რაზეც ეყოთ ფული ის შეუკვეთეს კოსმონავტებისთვის. რაც შეუკვეთეს ისიც მაქსიმალურად ბომჟურ კონფიგურაციებში და ეკონომიურად.
მოკლედ, ღარიბი ქვეყნის ღარიბი საჰაერო ძალები ყავთ.
ნუ რუსეთი რომ არ არის ღარიბი ვიცით, მაგრამ ოლიგარქატის იახტებში წავიდა მთელი მაყუთი
P.s
გავნმეორდები
მშვიდობიანი დროის სტანდარტებით სწრაფად აწარმოებენ
ახლანდელი ინტენსივობის ომის და საჭიროებების დასაფარად საკმარისი ტემპი არ აქვთ რა თქმა უნდა
ახლა ფულიც რომ გამოუყონ უცებ 100 ცალ დამატებით სუ-34/35 ვერ დადებენ ერთ წელში
წლები ჭირდება ამხელა წარმოებას 21-ე საუკუნეში ანუ თანამედროვე სტანდარტებით საკმაოდ ცოცხალი წარმოება აქვთ