რეალურად მე არ მეგულება დღეს მსოფლიოში არმია რომელიც იმას გააკეთებდა რაც რუსულმა გააკეთა. ასეთ ომში 1 წლიანი შეუჩერებელი შეტევითი ოპერაცია იგულისხმება.
2023 წლის შემოდგომიდან (ავდეევკა) 2024 წლის შემოდგომაა უკვე და კიდე შეტევაზე არიან თითქმის გაუჩერებლად (ჰა-ჰა 2 კვირიანი ოპერატიული პაუზები ქონდათ).
ეს რაღაც სპონტანური არ არის რა თქმა უნდა და დიდი გეგმის ნაწილი იყო, რაზეც პირადად შოიგუმაც ილაპარაკა, 2025 წელს მოვრჩებით ყველაფერსო (სანამ დაიწყებდნენ ამ შეტევას 2023-ში)
შედეგი მიუხედავად იმისა რომ რუსეთს ძალიან ბევრ ცვლადში გაუმართლა (მაგალითად 6 თვიანი ამერიკის დახმარების შეჩერება ,უკრაინის დაგვიანებული მობილიზაცია და ა.შ) მაინც არ დაიდო ისეთი რაც უნდა ყოფილიყო
ამ 1 წელში გაიხარჯა თითქმის სრულად ტექნიკური და ადამიანური რესურსი და დონეცკის ოლქის დაკავებაზე კი არა, ჩასოვ იარის დაკავებაზე და პოკროვსკის დაკავებაზეც კი არ არის ლაპარაკი.
რა თქმა უნდა, ასეთ ტემპში ომის წარმოება რუსეთსაც არ შეუძლია შეუჩერებლად და არსებობს ზღვარი.
ახლა საინტერესოა
გააგრძელებენ გაუჩერებლად შეტევას და თითოეული დაჯგუფების ბოლომდე ბოლომდე გაწურვას და სისხლისგან დაცლას თუ აიღებენ 3-4 თვიან ოპერატიულ პაუზას რათა შექმნან სტრატეგიული რეზერვები შემდეგი წლის კამპანიის საწრამოებლად
პასუხი მგონი აშკარაა
ა.შ.შ-ს არჩევნების გამო
და რუს დე-გენერლებს ბრძანება ექნებათ არ გაჩერდნენ
mokled es rusi eris da rusuli armiis genocidia