აშკარა
შენ ახლა გჯერა რომ რუსულ რაკეტებს 60 პროცენტამდე ფეილ რეითი აქვთ? სად დაინახე ეგ? ამ ომში სად გამოჩნდა რუსული რაკეტების 60 პროცენტიანი ფეილ რეიტი? მაგისთვის ამერიკელი "ექსპერტები" არ მჭირდება, მე თვითონაც კარგად ვერკვევი რომ ჩემით გამოვიტანო დასკვნები.
რომელ რუსულ რაკეტას აქვს 60 პროცენტიანი ფეილ რეიტი? წარმოგიდგენია 60 პროცენტი რამდენია?
ანუ გაშვებული 9М723 ტიპის კვაზიბალისტიკური რაკეტების 60%(!!!!!!) ფეილდება?

ეგრე რომ იყოს უკრაინელებს საერთოდ არ დაჭირდებოდათ Patriot PAC-3!!!
რამხელა სისულელე და მავნებლობა განცხადებაა ეგ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ
რუსული რაკეტების ფეილი იყო
1. გადაწყვეტილების მიღების დიდი ჯაჭვი
2. რეალურ დროში კორექტირების შესაძლებლობის არ ქონა
2022 წელს რუსული ISR დრონები არ დაფრინავდნენ უკრაინის ზურგში ასობით ცალი და არ აკორექტირებდნენ დარტყმებს
ყველა დარტყმა ხორციელდებოდა "ზეპირად" კოორდინატების გადაცემით და საათობით დაგვიანებით ან დღეებით დაგვიანებითაც კი.
დღეს რუსები მუშაობენ ე.წ "Разведовательно-ударный контур"(РУК) სისტემით
როცა დაზვერვა აღმოაჩენს, რამდენიმე წუთში ხდება რაკეტის გაშვება და ეს ყველაფერი კონტროლდება დრონით.
ეფექტი კარგად გამოჩნდა ბოლო 6-7 თვეში განადგურებული "პეტრიოტებით", ს-300-ებით, მიგ-29-ებით, აირისებით, რადარებით და ასე შემდეგ. სწორედ მაგიტომ შექმნეს უკრაინელებმა სასწრაფოდ დრონ-გადამჭერების არმია და დღეს რუსულ სადაზვერვო დრონებს დასდევენ დრონ-გადამჭრები და ცდილობენ ყველა ჩამოაგდონ რომ ისკანდერი ვერ გამიზნონ
P.s
რუსულ სტრატეგიულ რაკეტებს ჯერ კიდევ გააჩნიათ პრობლემა დიდი გადაწყვეტილების ჯაჭვების და ოპერაციების დაგეგმარების კუთხით. სანამ სტრატეგიული რაკეტებით დარტყმას დაგეგმავენ ("კალიბრი" და X-101), მანამდე გადის 1.5-2 თვე და ხშირ შემთხვევაში ცარიელ ობიექტებს ურტყამენ.
ამას თვითონ რუსებიც აღიარებენ და ეგ პრობლემა ჯერ ვერ გადაჭრეს. ისევ და ისევ, რაკეტების გამო არა, არამედ ოპერაციების დაგეგმარების და შესრულების გამო.P.s-2
უკრაინული დრონ-გადამჭერების ეფექტური მუშაობა და რუსული დრონების ჩამოგდება კვლავ დააბრმავებს "ისკანდერის" გათვლებს და ისინი ისევ დაკარგავენ ეფექტურობას.
რამდენად ზუსტი და კარგი რაკეტაც არ უნდა ქონდეთ, როდესაც სატელიტური და სხვა წესიერი დაზვერვა არ აქვთ რუსებს და დრონის გარეშე ვერაფერს ვერ აკეთებენ, ამ რაკეტებსაც ეფექტურად ვერ გამოიყენებენ.