"არც გამიგია, რომ კასპში ვინმე ვინმეს მიასკდა" - რას ფიქრობენ მერის სიტყვებზე ცნობილი კასპელები?2024, 18 სექტემბერი, 20:28
მეორე დღეა სოციალურ ქსელში კასპში მომხდარი ამბები სახუმარო თემად არის ქცეული.
გუშინ, კასპის მერი მოსახლეობას წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გორის მერთან, ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან და პარლამენტარ ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად შეხვდა. შეხვედრისას ვახტანგ მაისურაძემ მოსახლეობასთან ერთსქესიანთა ქორწინების საკითხზე ისაუბრა.
“უნდა აიკრძალოს "ერთსქესიანთა" ქორწინება ჩვენს რეგიონში, უნდა აიკრძალოს "ერთსქესიანთა" ოჯახებში ბავშვის აყვანა. დარწმუნებული ვარ, კასპის მოსახლეობა დაუდგება “ქართულ ოცნებას” გვერდში. ავტომატურად, ლადოს დაუდგება გვერდში და გვეყოლება პარლამენტში. მარტო გორზე არ იქნება აქცენტი გაკეთებული, გადანაწილდება მისი ყურადღება კასპზეც”, - განაცხადა მაისურაძემ.
მერის თქმით, ევროკავშირი საქართველოსნაირ “აყვავებულ ქვეყანას” თავად სთხოვს, რომ მასთან გაერთიანდეს.
“ევროკავშირი მერე თვითონ მიგვიღებს, თუ ვუნდივართ, ეს აყვავებული ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, აქეთ გვთხოვენ, შემოდითო”, - ამბობს მაისურაძე.
რას ფიქრობენ მერის სიტყვებზე ცნობილი კასპელები, ოლეგ იაძე და მარეხ ყამბეგაშვილი? - როდესაც მათ კომენტარისთვის დავუკავშირდით, გაგიკვირდებათ და არცერთ მათგანს მერის სიტყვები მოსმენილი არ ჰქონდა.
მარეხ ყამბეგაშვილი და ოლეგ იაძე 2014 წელს მთელმა საქართველომ გაიცნო. მაშინ ოლეგ იაძე კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო, ქალბატონი მარეხი კი - მისი ოპონენტი. "კასპი არის ტატამი, ოლეგაა ჩვენი მწვრთნელი", - ამბობდა მაშინ ყამბეგაშვილი.
ახლა მარეხ ყამბეგაშვილი ადგილობრივი მერიის თანამშრომელია, ოლეგ იაძე კი გადამდგარი ჩინოსანი, რომელიც მშობლიურ სოფელ მეტეხში დაბრუნდა და სპორტდარბაზში მენეჯერად მუშაობს.
მარეხ ყამბეგაშვილი:- არ ვიცი, არ მომისმენია. ახლაც მქონდა საუბარი, სულ არ მაღიზიანებენ ლგბტ თემის წარმომადგენლები, იყვნენ თავისთვის, არავის პირად სივრცეში არ ვიჭრები. ჩვენს სივრცეშიც ნუ შემოიჭრებიან თავიანთი მოგონილი უფლებების დასაცავად. ერთნაირსქესიანთა ქორწინებას არ მივესალმები.
- თქვენს რეგიონში იყო აქამდე ერთნაისქესიანი ქორწინებები?- არ ვიცი, არ მომისმენია, არც გამიგია, რომ ვინმე ვინმეს მიასკდა. საქართველოში არ არსებობს ერთნაირსქესიანთა ქორწინება და კასპში რანაირად იქნება?..
გააგრძელეთ კითხვაhttps://www.ambebi.ge/article/315309-sakart...sianta-korcine/