მრგობრებო 1 კითხვა მაქვს:
მიგიღიათ თუ არა არჩევნებში მონსწილეობა როგირც დამკვირვებელს ან კომისიის წევრს? ან ზოგადად დაგიორგანიზებიათ თუ არა კონკრეტულ უბანში საარჩევნო პროცესი?
ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ ძალიან ფანტასტიკის სფეროდან უწრია ბევრს რაღაცეები.
თემა 1. რატო არ დააჯდა არჩევნების შედეგი კვლევებისას?
პასუხი: იმიტომ რომ კვლევები არ ითვალისწინებს მანიპულაციებს.
კერძოდ:
1.როცა საარჩევნო უბანზე მოდის ადამიანი ოპო ამომრჩევლისთვის ფულის სანაცვლოდ გამორთმეული პირადობით, პასიური ამომრჩევლისთვის გამორთმეული პირადობით, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლის პირადობოთ ნაკადის მომწესრიგებელი რომელიც ამოწმებს მას თუ ვინაა გაატარებს მერე რეგისტრატორი რომელიც იძლევა ბიულეტინს უპრობლემოდ აძლევს მას ამ ბიულეტენს. ეს პირი ხაზავს 41-ს. იშვიათად საზღვარგარეთ მყოფის გრაფაში ხელს მოაწერს რომელიმე კომისიის წევრი და აგდებს ბიულეტენს 41-ით. ნუ ამ დროს სხვა პარტიის კომმისიის წევრები და დამკვირვებლები უნდა იყიდო ან მოადუნო ან საჭმელზე გაიყვანო ან რამე. იშვიათად მაგრამ ხერხდება.
2. როცა მოდის ოპო ამომრჩეველი ან ასაკიანია ან უყურადღებო ოცნების კორდინატორი რომელიც ხმის მიცემის ოთახშია ანიშნებს რეგისტრატორს და ის ბიულეტენის მიცემისას ბიულეტენზე დააკლებს ან ხელმოწერას ან ბეჭდის დასმას. დათვლისას ეს ბეჭედი ბათილია.
3. ამის კეთება მასიურად ვერ ხერხდება. არის რამოდენიმე ,,ფანჯარა" ამისთვის და საუკეთესო შემთხვევაში როგორც გამოცდილება აჩვენებს ეს მანიპულაციები 7-8 %-ით აუმჯობესებს მმართველი ძალის შედეგს. ახლა 2021 წლის შედეგებს გამოაკელით ეს 7-8% გაითვალისწინეთ კვლევაში დასაშვები ცდომილება 2.5% და მერე შეადარეთ მაშინდელ კვლევის შედეგს.
თემა 2. საიდან იციან ვინ არის ოპო ამომრჩეველი? ვინ არის პასიური და არ დადის არჩევნებზე? ვინ არის საზღვარგარეთ?
პასუხი: აღნიშნული საკითხი ირკვევა ადგილებზე უბნებში. ოფისში დაიბარებენ კონკრეტული საარჩევნო უბის უფროსს (მთავარ კორდინატორს) კოორდინატორებს, მიკრო კოორდინატორებს, იმ უბანზე მცხოვრებ ბაღის და სკოლის თანამშრომლებს დირექტორებიანად, მერიაში სიპებშ და აიპებში დასაწმებული პირები, სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული პირები და ა.შ. ასევე ე.წ. ავტორიტეტებს ასე უწოდებენ სხვადასხვა სფეროში წარმატებულ და უბნის მცოდნე ხალხს და პროექტორით ეკრანზე აჩვენებენ იმ უბნის სრულ საარჩევნო სიას სურათებით. ყველას გვერდზე კეთდება აღნიშვნა ნაცი, ქოცი, ლელო, გარდაცვლილი, საზღბარგარეთ მყოფი. ხოლო არჩევნებზე არ მოსიარულე ხალხის სია ძალოვნებიდან მოდის წინა 3 არჩევნების შედეგიდან გამომდინარე ვინ იყო და ვინ არა.
ვინც აღნიშნულ შეკრებაზე არ მივა ან უარს იტყვის ომას სუსი აწუხებს და ხანდახან 3-4-ჯერ ტარდება ასე უბნის ,,გავლა".
ამის შედეგად ირკვევა ასევე ვისი ყიდვა შეიძლება და რამდენად.
თემა 3. რას ცვლის დიდი აქტივობა?
პასუხი: დიდი აქტივობა თუ ეს აქტივობა განპირობებულია ოპო ამომრჩევლის მოსვლით ახდენს ფაქტიურად ყველა მანიპულაციით მმართველი ძალისთვის მიმატებული პროცენტების გადაფარვას და ზოგადად მანიპულაციის მინიმიზაციას.
მაგალითად 2012 წელს ჩემს დასახლებაში სტანდარტულ საარჩევნო უბნებზე მივიდა 700-800 ამომრჩეველი, ხოლო 2021 წელს 450-500. აკვირდებით ხო სხვაობას? 2012-2021 წლებში აქტივობა ამახე მაღალი იყობერთხელ, 2018 წელს სალომეს პირველმა ტურზე ამომრჩეველმა აჩვენა დიდი აქტივობა და შედეგად 65% მიიღო ქუთაისში ვაშაძემ. ამ არჩევნებმა ასევე აჩვენა, რომ სლაბი ქოცი vs ერთიანი ენერგიული ოპო ფაქტიურად 1:2 წააგო სლაბმა ქოცმა.
ვერაფერმა უშველა. გვქონდა დასახლებაში საარჩევნო უბანი სადაც ოცნებამ 19% აიღო

და ეს 2018 წელს
თემა 3. კარგი მომზადებული, უკომპრომისო და მოუსყიდავი ოპო კომისიის წევრი და დამკვირვებლები წყვეტენ რამეს?
პირველ რიგში რაც ზემოთ აღვნიშნეთ ყველაფერი ხდებოდა არა ელექტრონული არჩევნებისას. ელექტრონულს თან ახლავს რიგი სპეციფიკა, რომლებიც კარგად უნდა იცოდნენ ოპო კომისიის წევრებმა და დამკვირვებლებმა. მათ შეუძლიათ ფაქტიურად გადაწყვიტონ ყველა უბანზე არჩევნების ბედი.
ასევე ბევრს არ ესმის რატო უნდა მობილიზდეს ამომრჩეველი საარჩევნო უბნების გარეთ. საარჩევნო უბნები ძირითადად ბაღების და სკოლების პირველ სართულზე იხსნება. გარედან ყველაფერი მოჩანს და შიგნიდანაც. ყველაფერი ისმის. ხშირად ხდება, რომ როცა ბაზრდება რომ რომელიმე კომისიის წევრი და დამკვირვებელი მაგრად იბრძვის უბნის შიგნით და ვერ აყალბებენ, მაშინ ქოც კოორდინატორი რეკავს ზონის უფროსთან (ზონაში შედის მთელი დასახლება მაგალითდ საფიჩხიის ზონა) და ეუბნება რო ასეთი პრობლემა აქვს. მერე მოდის შპანა და გარედან უძახიან იმ კომისიის წევრს რაღაცეებს აგინებენ ემუქრებიან და ა.შ. პოლიცია პენისზეა გაშვებული რადგან იმ დღეს სუსის ქსივი აქვთ შპანის ბელადებს. შპანის აქტიურ წევრებს დამკვირვებლის ბეიჯები აქვთ და შიგნითაც შედიან და უჩმახებენ აქტიურ კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს. როცა გარეთ 2 იმდენი ხალხი დახვდებათ ვიდრე თვითონ არიან მერწმუნეთ კულებივით გაიპარებიან. ვინც თავს გამოიდებს კი გაიმუტლება ლამაზად უცებ და ტექნიკურად. სასურველია ქალებიც იდგნენ საარჩევნო უბნების გარეთ. ქაკები რო გამოენთებიან მაგ დროს საერთოდ ჩაჯმები ხდებიან. ის ქალი ვიღაცის დედა და ცოლი ა.შ. არის და ამას კიდე სხვა რამე მოყვება იციან.
თემა 4. რა აბნევს ამომრჩეველს არჩევანის გაკეთებისას?
ცალსახად ოპოზიციის დაქსაქსულობა და სიჭრელე.
ტყუილი მოლოდინია, რო ამომრჩეველი ჩაჯდება და ზუსტად გაარკვევს გახარიას ბრალია არ გაერთიანება ხაზარაძის თუ გუგავასი.
მას უნდა მარტივად გასაგები სქემა:
ნაცი
ქიცი
არც ნაცი არც ქოცი
პროჭები.
ასე რო დალაგდეს გახარია უნდა შეუერთდეს 9-ს. ნიკუტები უნდა დაბრუნდნენ 5-ში.
თუ ასე არ დალაგდა მაშინ შეიძლება მივიღოთ სიტუაცია, რომ ოპო ამომრჩეველმა იმის შიშით რომ მისი მხარდაჭერილი ოპო პარტია შეიძლება ვერც კი შევიდეს პარლამენტში ან ცოტა ხალხით შევიდეს და ვერაფერი ქნას ადგეს და ქოცების ზიზღის ნიადაგზე ხმა მიცეს ნაცებს.რეგიონებმა მით უმეტეს იცის 41 და 5. ხაზარაცე მაყუთს ხარჯავს და 9 ცოტა შემოვიდა რეგიონებში. 25 ვერავინ გაუგო რა უნდა საბოლოოდ. 36 მარტო ტელევიზორი და ფეისბუკია. ნუ შალვა იუმორის ჟანრი.
მით უმეტეს, რომ სანამ გაერთიანების დროა დარჩენილი საერთოდ სხვა გარემოა. ნაცები ძალიან მილინკები არიან. 26 სექტემბრის მერე საერთოდ სხვა გარემო იქნება. გამოვლენ ხალხს ეტყვიან ჩვენ ყველაფერი ვქენით გასაერთიანებლად მაგრამ ამათ ეგოები ვერ გადადეს გვერდზე და არი შანსი რო ვერც შემოვიდნენ პარლამენტში ან შემოვიდნენ მვიფე რიცხვით და ბიძინასთან დალაგდნენო. ამიტო ბიძინას მომხრჩობი ერთადერთი ძალა ჩვენ ვართო. ამას დაემატება ის რომ შუა ოქტომბერში დასავლეთი ბევრ ბინძურ საცვალს გამოუფენს ოცნებას, შეიძლება ზეგზებიც დაუდონ ვინმეს ხელით რადგან ამაზე უფრო რეაგირებს ერი. ამ დროს კიდე მეტი პოლარიზაცია იქნება და ორი პოლუსი დაასკდება ერთმანეთს. 41 და 5. არცერთი ვისაც არ უნდა იმას 1 სუბიექტი არ ექნება და ამ ორს შირის გაიწივება. რეგიონში ასე იქნება ყოველ შემთხვევაში.
ადე ჩანს ახლა.
დანარჩენს დრო აჩვენებს.
რამდენი დამიწერია. ვისაც არ გეზარებათ წაიკითხეთ