#61569525 · 27 Sep 2024, 17:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნუ გაგიკვირდებათ, მალე ყველა უნივერსიტეტს საპატრიარქოს, ან რომელიმე სამთავრობო უწყებას დაუქვემდებარებენ, ცალკე ბიჭებისა და ცალკე გოგოების სასწავლებლებს გახსნიან, გოგოებს გარკვეულ ფაკულტეტებზე სწავლას აუკრძალავენ და უნივერსიტეტებში ჩადრით სიარულს აიძულებენ. გამონაკლისი რუსი გოგოები იქნებიან, რომლებსაც ვერ გაუბედავენ მსგავს შეზღუდვებს და რომლებიც რომლებიც გამოპრანჭულები და გამობრწყინებულები გადმოხედავენ ზემოდან ჩვენს ჩადრიან გოგოებს, რითაც თავის ეგოს დაიკმაყოფილებენ.
სულ ორი წლის წინ რომ მეთქვა იგივე, ბევრი მოაზროვნეც კი ვერ წარმოიდგენდა და გაეცინებოდა, მაგრამ ხომ მოვედით ამ რეალობის წინაშე!!
რამდენმა სტუდენტმა მიიღეთ ხმის უფლება ამ 4 წლის მანძილზე? კარგად დაფიქრდით, ისე არ ქნათ რომ ეს თქვენი პირველი და უკანასკნელი არჩევნები იყოს!!!
|