რუსებისადმი მოკრძალება და რიდი (Пиете́т) სისხლში აქვს ბევრს გამჯდარი რაც ქოცობით ვლინდება ყოველდღიურობაში

///
2009ში უკრაინული წარმოშობის დონეცკელ ვიცეპოლკოვნიკთან (პილიპენკო) მომიწია რუსების ქცევათა მანერაზე ცხარე კამათი

ვუხსნი (ვახსენებ) რუსების ნამოქმედარს 1993 და 2008 ომებში, თავისი დაღუპულებით და ლტოლვილებით ...
ცოცხალი თავით ბოლომდე არ აღიარებდა რომ რუსს მისთვის რაიმე ზიანის მიყენება შეუძლია
ახლაც მახსოვს მისი სიტყვები: თუ ვნახე რუსული ტანკი დონეცკში შემოსული თოფს არ ვესვრიო, მხოლოდ მაშინ ვესვრი თუ ზედ ჩეჩენი იქნება მომჯდარიო

ახლა რაც მაგ ლუგანდონიის ხალხს სჭირს მათი გარუსებული მენტლიტეტის შედეგია მხოლოდ ...
მჯერა ბევრი ნანობს, მაგრამ უკვე გვიანია ....
ჩვენ სწორედ მსგავსი ქოცური მენტალობა თუ გაგვტეხავს შიგნიდან და მეგობარს მტრად გვიქცევს და მტრისთვის კარს გაგვაღებინებს ასაოხრად და გასაჟლეტად ....
ქოცობა არის საზოგადოების მანკიერი განვითარების პროდუქტია და მონური ფსიქოლოგიით, კუჭის რეფლექსებით და შიშით საზრდოობს ...
ქოცობა ერის აუტოიმუნური დავადებაა და მის თითგანადგურებას აჩქარებს და უწყობს ხელს ....