#61597603 · 11 Oct 2024, 10:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kactus
QUOTE | მე ხომ დავწერე,მონ შეღ Hiksos,ჩემი გონება ვერ უშვებს,რომ ადამიანს ასეთ ბოროტების ჩადენა შეუძლია,თორემ შეიძლება შენ ხარ მართალი.არ ვუარყოფ. კითხვები მეც მქონდა და მაქვს,იმ თემაში დავწერე კიდეც,მაგ. რა უნდოდა იმ დროს,ცხელ კვალზე იქ ალასანიას,რომელიც ზუგდიდში იმყოფებოდა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად და ეს კითხვა მისთვის არავის დაუსვამს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. |
მეც არ მინდოდა ამის დაშვება, მაგრამ ამ ეტაპზე მკვლელობის გარდა ერთადერთ სხვა ვარიანტად რჩება ისეთი დამთხვევების კასკადი, რომელიც არათუ დედამიწის, გალაქტიკის ისტორიაშიც არ მომხდარა. არ ხდება უბრალოდ მასეთი დამთხვევები ბუნებაში.
ალასანიასაც თავი დავანებოთ, ჩათვალე აგერ უთქვამს ფირცხალავას რაფალიანცზე, 7 თვით ადრე, ისეთი დეტალებით, რომელსაც ვერ გაარტყამდა უბრალოდ, ეს არის გამორიცხული. ამბობს ნაცნობმა მითხრაო და დღეს ეგ უჯიშო გველი ცოცხალი რომ ყოფილიყო, იმწამსვე უნდა დაეკავებინათ და დაეკითხათ, ვინ იყო ის ე.წ. ნაცნობი და ვინ უთხრა რომ ნაცები არჩევნების მოსაგებად რაიონში ჩვილს მოკლავდნენ.
ესე იგი თვეობით განიხილებოდა ეგ ვარიანტი და არც მალავდნენ დიდად, ინტევიუებშიც ღიად თქვეს და საზოგადოების ცნობიერებაშიც დალექეს ეგ "იდეა". შეიძლება სადმე სხვა ტუალეტის ქაღალდის გაზეთში უფრო მეტიც აქვთ ნათქვამი, არც ეგაა გამორიცხული.
--------------------
ეგ 1.65 სხვა რამეა ეგ არის ლარის დოლარზე გაცვლის კურსი. ლარის კურსი სხვა რამეა. DRAKONI
სწორედ რომ კიტოვანი და იოსელიანია დასავლეთი dega
არ გავკარი სანდრამ ეს თქვა თუ არა და ვთქვათ ჭორიც მოუგონეს. მერე რა ამით? lasha1997
|