ყველა არჩევნებს ვაკვირდებოდი 2014 დან. ეხლა რაღაც განსხვავებული ხდება.
პირველად ვხედავ რომ ჩემი ტოლები და ჩემზე პატარები ასე მონდომებულები იყვნენ და ერთი სული ჰქონდეთ როდის მოვა არჩევნების დღე (27 წლის ვარ)
ჩემი რამოდენიმე მეგობარი, რომელიც არასდროს ყოფილა არჩევნებზე, რეგიონში მიდის სპეციალურად რომ ხმა მისცეს.
ასევე პირველად ვხედავ რომ ნაცობა აღარ ტეხავს. აქამდე ნაცებზე დიდი ბულინგი იყო და ეხლა ეს ბულინგი ძალიან არის შემცირებული.
უცხოეთშიც ნათესავები მყავს და 500 კილომეტრის გავლას აპირებენ, რომ ხმა მისცენ და როგორც ვაკვირდები იმაზე გაცილებით მეტად აქტიურობს ემიგრაცია ვიდრე ოდესმე.
უბნებზე ბევრს ვერ გაგვიყალბებენ ამიტომ ოპტიმისტურად ვუყურებ 26 ს.
ნუ ერთი ვარიანტია თუ ათი-ათასობით პირადობა დაბეჭდეს, მაგრამ ეგ ამბავი არ დაიმალებოდა და გასკდებოდა
მოკლედ ყველაფერი მაგრად არის და ვიგებთ 26 ში.
ხო კიდევ ნაცები დაშლილები კი არა უფრო ეფექტურები არიან. ორივე ფლანგი 27-30 ზე გაცილებით დიდ შედეგს დადებს ჯამში და საბოლოოდ ეს დაშლა უფრო ეფექტური იქნება ვიდრე მათი ერთიანობა.
This post has been edited by gio_gio613 on 6 Oct 2024, 14:02