#61597000 · 10 Oct 2024, 22:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არჩევნებამდე არ იზავენ ესე მგონია.
და ზოგადად დღევანდელ პირობებში, არჩევნების დღეს ნაკლებად ყალბდება ხოლმე. არჩევნების გაყალბება დიდი ხანია მიმდინარეობს. ბიუჯეტის ფულით. ბიუჯეტის თქვლეფა მიმდინარეობს ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით, მოსახლეობის უმცირების გამომუშავებულ პროდუქტს ჭამს მოსახლეობის უმრავლესობა. სამსახურებში შტატები უსაშველოდ არის გაბერილი, ხალხი ყავთ დასაქმებული არაფერს არ აკეთებენ. სკოლებში გაჩნდა რაღაც უცნაური თანამდებობდები, გამგეობებზე და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებზე აღარაფერს ვამბობ.
ამას დამატებული სოციალურები, რომელიც ისე ინიშნება რომ ყველას შეუძლია თუ პატარა მაქინაციებს ჩაატარებს. 3 ბინა რომ აქვთ ნაყიდი თბილისში ეგეთი ხალხი იღებს სოციალურებს, ოღონდ ამ ბინებს სხვებზე აფორმებენ რომ არ დაკარგონ სოციალური.
რამდენიმე თვის წინ ერთ ერთ რაიონში გქვონდა რაღაც პატარა საქმე, და გვჭირდებოდა დამლაგებელი. რომელიც 2 ოთახს დაალაგებდა ხოლმე, ძალიან მარტივი სამუშაო იყო, გავიკითხეთ რა ფასები იყო გარშემო აღნიშნულ პოზიციაზე და რაც იყო გამოვაკარით განცხადება იმ ფასზე. არავინ არ მოვიდა. და მერე გვითხრეს რომ სოციალურები აქვთ და მაგიტო არ მუშაობენო.
კიდე ტენდერები, და ტენდერებზე დასაქმებული ხალხი და უამრავი მუქთახორა აზის ბიუჯეტს.
კიდე პატიმრებით შანტაჟი და უამრავი რამეა.
ესაა რეალური გაყალბება, შეცდომაა როცა აქცენტი კეთდება ხოლმე არჩევნების დღეზე და არჩევნები ფასდება იმით თუ როგორი იყო არჩევნების დღე.
არჩევნების დღეს დიდი ხანია აღარ ყალბდება არჩევნები, და ოცნებას პირიქით აწყობს ბევრი დამკვირვებელი. რომ მერე გააპრავოს თითქოს დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს. იმიტომ გააუქმებინეს რაჟდენას ის გადაწყვეტილება, რომ საბაბი აღარ იყოს იმის თქმის, რო აი არჩევნებზე დაკვირვებას უკრძალავენო...
|