ვახტანგ მეგრელიშვილი - ბიძინა ივანიშვილს მეორე მთავრობა ჰყავს გამზადებული სალომე ზურაბიშვილის ხელით, თუ ოპოზიცია დათანხმდება.
ეს იქნება ივანიშვილის მეორე ვარიანტი(პლანB), რომ კვლავ თავისი მთავრობა იყოს, ოღონდ სხვა გზით“,- განაცხადა მეგრელიშვილმა
„პრეზიდენტს „ქართულ ოცნებასთან“ სიტყვიერის გარდა, მას შემდეგ რაც დაუპირისპირდა მის ამრჩევ პოლიტიკურ ძალას, ამ ძალის საწინააღმდეგო პრაქტიკული ნაბიჯები არაფერი აქვს გადადგმული. სიტყვიერის გარდა,
ეს არის პრეზიდენტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხს ცოტა ხნის წინ აარჩევინა“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
* * *
კლექალამ დაზადნა და როგორც ვუწინასწარმეტყველე ვეღარ ბედავს წარდგენას(თუ თავის თავს გვთავაზობს პრემიერად) თუ რაებს ბოდავს ვერ გავიგე:
“თუ პროევროპული ძალები და ქარტიის ხელმომწერი პარტიები არჩევნებში გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, მათთან ერთად ვიქნები, რათა მათთან ერთად ეს ქარტია შემდეგ ევროპულ საბჭოზე მივიტანოთ და მოლაპარაკებების გახსნა უზრუნველვყოთ, რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყო - და ეს ჯერ კიდევ გასარკვევია”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
* * *
აი აქ ვაბშე სულ სხვა რაღაცას აწვება
ქოცები გაიმარჯვებენ მაგრამ არა საკონსტიტუციო უმრავლესობითო
და თანაც შეიძლება კურსი შეცვალონ და ისევ ევროპისკენ სცადონ დაახლოებაო
აი ასეთ არათანამიმდევრულ არასანდო არსებას აჯეჯილებს და უსმენს სამწუხაროდ საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი:
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ და “ქართული ოცნება” კონსტიტუციურ უმრავლესობას ვერ აიღებს.
მან ამავდროულად აღნიშნა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება მოიპოვოს, ვინაიდან საარჩევნო თაღლითობის შესაძლებლობა არსებობს.
ზურაბიშვილის თქმით, ის დარწმუნებული არ არის რა პოლიტიკას გააგრძელებს “ქართული ოცნება” გამარჯვების შემთხვევაში - ეცდება თუ არა რადიკალური დაპირებების შესრულებას, როგორიც ფაქტობრივად ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვაა, თუ ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენას ეცდება.
“საკმაოდ რთული იქნება მათთვის ევროკავშირთან და ამერიკელ პარტნიორებთან რაიმე ფორმის ურთიერთობების აღდგენა მათ წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების ასეთი რაოდენობის შემდეგ…
არ ვიცი ისინი მზად არიან თუ არა გააკეთონ… მნიშვნელოვანი დათმობები, რათა ჩვეული ურთიერთობების ფორმას დაუბრუნდნენ”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.