
არაფერი საერთო არ აქვთ ტ-80-ს და ტ-72-ს და ტ-90-ს, წინაპარის გარდა. პატარა ლიკბეზს ჩაგიტარებ საბჭოთა ტანკებზე.
სსსრკ-ში იყო 3 დიდი სატანკო სკოლა
ეს 3 დიდი სატანკო სკოლა ერთმანეთთან მუდმივად კონკურირებდა
ქმნიდნენ პარალელურ პროექტებს და ყველას უნდოდა დაფინანსება და სატანკო რბოლაში მონაწილეობა.
პირველად შეიქმნა ტანკი T-64
კონსტრუქტორ ალექსანდრე მოროზოვის მიერ, უკრაინაში, ქ.ხარკოვში. მოროზოვის კონსტრუქტორულ ბიუროში.
T-64 იყო თავის დროზე ყველაზე მოწინავე ტანკი და მართლა "უანალოგო" მსოფლიოში. არ ყავდა კონკურენტი. თუმცა იმდენად ტექნოლოგიურად მოწინავე იყო, რომ ძაან ბევრი საბავშვო დაავადება ჭირდა პირველ ვერსიებს და საკმაოდ დიდი ხანი იხვეწებოდა.
ეს არის ტ-64

შემდეგ ტ-64-ის ბაზაზე ლენინგრადის სატანკო სკოლაში შეიქმნა ტანკი ტ-80.
ტ-80-ის მიზანი იყო უკეთესი ტ-64-ის გაკეთება ყველა პრობლემის გათვალისწინებით
ასევე შემოღებული იქნა ახალი, გაზის ტურბინის მქონე ძრავი. როგორც აბრამსში აყენია. "ვერტმფრენის" ძრავი მოკლედ.
ტ-80 ყველაზე ძვირიანი და ტექნოლოგიური საბჭოთა ტანკი იყო ბოლოს
ეს არის ტ-80

და ბოლოს არსებობდა ტაგილის სატანკო სკოლა
იგივე ურალვაგონზავოდი
რომელსაც ასევე სურდა გა#####აურება. და მათ ტ-64-ის ბაზაზე გააკეთეს ტ-72.
ტ-72 იყო ტ-64-ის იაფიანი, გამარტივებული და მასობრივი წარმოებისთვის განკუთვნილი "მოყლეებული" აპარატი
სხვა ძრავით და შიგთავსით

მოკლედ საბჭოთა კავშირში 3 პარალელური ძირითადი ტანკი იყო
ტ-72-ს და ტ-90-ს არანაირი კავშირი არ აქვთ ტ-80-თან
ტ-64 -> ტ-80
ტ-64 -> ტ-72 -> ტ-90
სადღაც ასეთი განშტოებით გაკეთდა.
ოღონდ ტ-72 პირდაპირი განვითარება არ ყოფილა ტ-64-ის არამედ უფრო იგივე კონცეფციის აღება მაგრამ თავისებური რეალიზაცია ტაგილში
შესაბამისად საერთოდ პირდაპირი კავშირი არ აქვთ
რთული თემაა მოკლედ.
ამიტომ როცა იარაღზე ასეთი დონის წარმოდგენები გაქვს და ცოდნა, არაა საჭირო კატეგორიული რაღაცეების მტკიცება და კამათი იმაზე რაც არ გესმის
ბევრი, ძალიან ბევრი ნიუანსია და უნდა იკითხო წლობით