
საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, პარლამენტის 150 მანდატი იმ პარტიებზე გადანაწილდება, ვინც 5%-იანი ბარიერი გადალახა, ხოლო მანდატების რაოდენობა გამოითვლება მხოლოდ ამ პარტიების ხმების ჯამის გათვალისწინებით. აი, რა წერია კოდექსში:
„პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების (არ ითვლება გაბათილებული ბიულეტენები) 5 პროცენტი მაინც მიიღეს“.
გამოდის, რომ თუ არჩევნებზე ხმას ისეთ პარტიას მისცემ, რომელიც ბარიერს ვერ გადალახავს, შენი ხმა მნიშვნელობას მთლიანად კარგავს.
This post has been edited by Ladiesman on 22 Oct 2024, 18:56
ვისაც ჩვენ არ ვებრალებით, ჩვენ შავიბრალოდ რისადა? სიკვდილი თვითონ უფალსა გაუჩენია მტრისადა!
---------
მე მთელი ჩემი ცხოვრება შევალიე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას.