#61623728 · 22 Oct 2024, 19:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საპატრიარქოს განცხადება და მხარდაჭერა არაფერს ნიშნავსო ვინც იძახის, უბრალოდ თავს იტყუებს და მეტი არაფერია
კარგია თუ ცუდი (ჩემთვის პირადად ცუდი) ჯერ კიდევ უდიდესი გავლენა აქვს საპატრიარქოს ქართველ მრევლზე (რაც მთავარია ამომრჩეველზე) და იმის თქმა, რომ 2-3% არის მაქსიმუმ მათი გავლენის ქვეშო, ძალიან აცდენილი მგონია რეალობასთან
მარტივად გავამყარებ ჩემს არგუნებტებს ქვემოთ:
IRI კვლევა, 2023 წელი:
იცით რამდენს მოსწონდა წლინახევრის წინ პატრიარქის საქმიანობა? 91%, რაც არანორმალურად დიდი ციფრია
გასაგებია, რომ ვისაც პატრიარქის საქმიანობა მოსწონს, შეიძლება არ მოსწონდეს საპატრიარქო და მაგის მონაცემებიც არის — 72% აფასებს დადებითაც ამ ინსტიტუტს. რამდენი დააკლდებოდა დღეს რო იგივე კითხვა დასვა? 65% ხო მაინც დადებითად შეაფასებდა?
თან ჩვენ ვსაუბრობთ რელიაგიაზე, რომელიც მორწმუნეებში ისე ღრმად არის გამჯდარი, რომ არ ფიქრობენ იმის იქით რომ შეიძლება იყოს ჭეშმარიტება. ეს რო იყოს ნებისმიერი სხვა ინსტიტუტი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მერე რა, დადებითად აფასებენ მარა არ გაყვებიან ასე მოწოდებას ბრმად
საპატრიარქოზე კი იგივეს ვერ ვიტყვით, ზუსტადაც რომ არსებობს მრევლში ფანატიკოსები (და არც თუ ისე მცირე ნაწილი), რომელთათვისაც ეკლესიას რას იტყვის, ის არის მთავარი და მორჩა
ამ მშრალ სტატისტიკაზე დაყრდნობით, გამოდის, რომ ყოველი 100 ამომრჩევლიდან, 65 დადებითად აფასებს და პატივს სცემს საპატრიარქოს და ეკლესიას, შესაბამისად რაღაც დოზით გავლენა აქვს მათ სიტყვას
ყოველ მეათე მრევლზე (მეტი რატო არა რო?) გავლენა თუ იქონია საპატრიარქომ, გამოდის 6-7% რაც არ არის ცოტა (და შეიძლება ეს ციფრი კიდევ უფრო მეტიც იყოს)
ეს არის მცირე ანალიზი ჩემგან და საერთოდ არ არის სასაცილოდ ასაგდები საპატრიარქოს ეს განცხადება. დღეს ჯერ კიდევ დიდი გავლენა აქვს ეკლესიას საქართველოზე. ერთი თაობის შემდეგ აღარ იქნება ეს შედეგი, მაგრამ დღეს ეს სიტუაციაა და გინდა თუ არა, როცა პოლიტიკოსი გქვია და არჩევნების მოგება გინდა, უნდა იმუშაო ამ ამომრჩევლებთანაც
მოკლედ ამის თქმა მინდოდა და გისურვებთ რეალურად სეკულარულ სახელმწიფოში ცხოვრებას, სადაც ნებისმიერ რელიგიას მრევლზე იმხელა გავლენა ექნება, რომ არჩევნების შედეგს არ შეეტყობა. დღეს საპირისპიროდ არის და ვისაც არ გინდათ ამის დაჯერება, უბრალოდ თავს იტყუებთ
|