რა უცნაურია, რომ არცერთ საიტზე არანაირი წინასაარჩევნო გამოკითხვა არ დევს. მაშინ, როდესაც 2020 წელს არაერთ ცნობილ საიტზე იდო გამოკითხვები, რომლებზეც რა თქმა უნდა მმართველი პარტიის რესურსების გავლენა იყო, თუმცა ასე თუ ისე გარკვეულ სურათს მაინც აჩვენებდა, მით უფრო შედარებით პოლიტიკურად ნეიტრალურ ფეიჯებზე. კარგი იქნებოდა ეს ანონიმური გამოკითხვა ყოფილიყო ისევ. ცდომილებისდა მიუხედავად ასე თუ ისე გამოჩნდებოდა რომელი პარტია ლახავს 5 პროცენტიან ბარიერს და რომელი ვერ. (თუ არ ჩავთვლის ქოცების მე-7 ნომრის პირად გამოკითხვას, რომელშიც 11 პროცენტს იღებდნენ და მალევე გააქრო ჯიგარმა)
აქვე დავაფიქსირებ ჩემს აზრს, რომელიც გამაჩნია ჩემ გარშემო ჩატარებული გამოკითხვებიდან გამო მდინარე, სადაც უბრალოდ ჩამოვთვლი რომელი პარტიები გადალახავენ 5 პროცენტიან ბარიერს:
4, 5, 8, 9, 25, 36, 41
ახლა თქვენი ვერსია დაწერეთ პირდაპირ, რომელი პარტია გგონიათ რომ შევა კოალიციაში ქოცებთან.
ქოცების ხმების საუკეთესო ვერსიას ვასახელებ 35% (რეალურად, ვერ არიან ამ პროცენტის მიმღებნი)
ზღვარგადალახული პარტიებიდან სავარაუდო ქოცებთან კოალიციით შემსვლელი პარტიაც დაწერეთ და რეალურთან მიახლოებული პროცენტი დაამატეთ ამ 35%-ს.
და თუ ამომრჩეველმა იაქტიურა, 27 ოქტომბერს დაიდება სიახლე