40 გვერდი მიდის საუბარი გაყალბებაზე, მტკიცებულებები არ ჩანს, ზოგი იმას წერს, რომ აპარატებით გააყალბესო, რაც რეალობას მოკლებულია, კარგი ვთქვათ აპარატი გააყალბეს, გამოდის რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი მიაძინეს და ხელით გადათვლაზე ამ აპარატის მონაცემის მარტო თვითონ იღებდნენ მონაწილეობას
რეალურზე ისაუბრეთ, არ გიკვირთ არჩევნები მორჩა და მისიები ჩუმად არიან, ეს არ არის 2020-ის არჩევნები რომ გამოვიდნენ და დააბრეხვონ გაყალბდაო, ძალიან მყარი არგუმენტი ჭირდება ელექტრონულის გაყალბებაზე წასვლას, რასაც როგორც ვხედავთ ვერ დებს ვერცერთი მხარე...
რაც შეეხება რევოლუციებით ხელისუფლების ცვლილებებს, ხომ ხვდებით რომ ეგეც საბავშვო ბაღია ამ სიტუაციაში, რომელმა უნდა დაგიგეგმოს რევოლუცია ან რა ერთიანობა უნდა ჰქონდეთ ამისთვის, წელიწადში შვიდჯერ პარტიას იცვლიან ტიპები, 11 თვე აგინებენ ოპონენტს, მეთორმეტე თვე გვერდში უდგანან თითქოს არაფერი მომხდარა.
ოპოზიციის პრობლემა არის არასტაბილურობა, ჟარგონულად რომ ვთქვათ "ყირაობენ", ამას უყურებს მოსახლეობა და მანდ მყარდება ნიჰილიზმი.
შუადღემდე თუ არ გამოვიდა ევროპა, ამერიკა და მისიები, ჩათვალეთ ვერ დებენ გაყალბების მტკიცებულებას და ეთანხმებიან შედეგებს.
რაც შეეხება ძველი წესით ხმის მიცემის უბნებს, სადაც ლეღვობები ხდებოდა, როგორც მივხვდი მაგრად კიდიათ მაგის 2000 კაციანი შედეგები.
მართლა მაინტერესებს რა შედეგს ელოდებოდით, ამ არჩევნებზე ერთმანეთს ეჭიდავებოდა 5 ძალა, რომელსაც საზოგადოებას მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი აქვს და გადაღეჭილი აქვთ გონებაში ყველაფერი, ნუ დებთ დასკვნებს ფორუმზე მპოსტავი შვიდი ტროლის, და 20 მომხმარებლის აზრებზე დაყრდნობით.
ნაცები - ეზიზღება ხალხს, რაც გუშინ საარჩევნო უბანზე მესმოდა და რასაც ედისონს უფიქსირებდნენ ხმის მიცემის შემდგომ იყო ის რომ არ უნდა ამ ხალხს ეს ნაცები;
ნიკები - ნაცების განაყარია და იგივე აზრზე არის მოსახლეობა მათზე, თუმცა ახალგაზრდებზე კარგად იმუშავეს;
ლელო - ისწავლა ხალხმა ჭკუა აბსურდული დაპირებების შესახებ, 1000 ლარიანი პენსია არა ტოლმა
გახარია - ოცნების განაყარია და სასწაულებრივად აღმოაჩინა პრემიერობიდან წასვლის მერე რომ თურმე ხელისუფალი ცუდ რაღაცეებს აკეთებდა
ამ ყველაფრის ფონზე ხმის მიცემის რიგში ისმოდა ერთი და იგივე, აი ოღონდ ეს ....რები არა და ჯანდაბას ისევ ოცნებაო, ეს მდგომარეობა იყო უმეტეს უბანზე
ჩემი ვარაუდია, რომ ოპოზიცია შედეგების გამოცხადებიდან მოყოლებული ტრაკში თითს იტრიალებს მისიებთან, ევროპასთან და ამერიკასთან, თუმცა უშედეგოდ, თორე რომელიმე უეჭველი იტყოდა განცხადება გაკეთდებაო და მერე ნახეთო
P.S აი ვისაც ოპოზიციურ სპექტრზე გჯერათ, რომ ამათ რომ მოეგოთ კოალიციას შეკრავდნენ და შეუბერავდნენ მუშაობას, აი ეგ ხალხი ცალკე კომედია ხართ

1 კვირის თავზე დაჭმული ეყოლებოდათ ერთმანეთი. 2020-ში ტიპები შეიკრიბნენ ერთობაზე ლაპარაკობდნენ და არ მოგებული არჩევნების პრემიერის თანამდებობაზე ჩახოცეს ერთმანეთი და დაიშალნენ
This post has been edited by ლაშა117 on 27 Oct 2024, 09:39