ისე 5 საინტერესო კითხვა / აღმოჩენა:
1. რეგისტრირებული ამომრჩეველი 3.5 მილიონი ადამიანი იყო. არადა 750 ათასი 18 წლამდე მცხოვრები გვყავს. ესე იგი 4.25 მილიონი ვყოფილვართ და არა 3.69 მილიონი, როგორც ოფიციალური საქსტატი გვეუბნება. არც მიგრაცია გვქონია და ბოლო რამდენიმე წელიწადში არც ის 200 ათასამდე ადამიანი წასულა ემიგრაციაში. არც მოსახლეობის კვლავწარმოების ნეგატიური სალდო გვქონია.
სულ რომ ასობით ათასი მოქალაქე უცხოეთში დაარეგისტრირა მაინც დიდი აცდენა იქნება ქვეყნის შიგნით მცხოვრებლებსა და რეგისტრირებულ ამომრჩევლებს შორის. რომელიღაც რიცხვი შეუსაბამოა. ნეტა რომელი?!
2. ბიულეტენების ჩაყრის კადრებზე რატომ აღშფოთდითო?! სადაც გამოაშკარავდა ის უბანი ხომ დაიხურაო, ვინც გამოააშკარავა იცემაო, დანარჩენი ხომ ვერ ნახეთო?! მერე რა თუ მოსყიდვა, დაშინება, ძალადობა, უმცირესობების უბნებზე ქაოსი და სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა იყოო. ეგ არაფერიაო. ეგ რა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება და გაყალბებაა ვითომო?! სულ ხდებოდაო. პოლიტიკური ტრადიციის გაგრძელება იყოო. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - ასეთი ტიპის გაყალბება და ზემოქმედება მოსულა, თან თურმე შეჩვეულები უნდა ვიყოთ, როგორც ნაკლებცივილური ხალხი. მეტი დამცირება იშვიათია.
ავტოკრატებს გაღარიბებული მოსახლეობა იმით აწყობთ ხოლმე რომ ადვილად დაშინებადი არიან - თუ მათთვის მიუღებლად მოიქცევიან იმ მცირე სარჩოსაც წაართმევენ, რასაც ავტოკრატები მათთვის გაიღებენ ხოლმე. მაგრამ მხოლოდ იმდენს აძლევენ, რომ შიმშილით არ დაიხოცნენ, თორემ იმდენს არასდროს მისცემენ, რომ სიღარიბეს თავი დააღწიონ.
3. ელექტრო საარჩევნო ყუთებს აშშ-ში სერიოზული გამოწვევები აქვთ ხოლმე, პოლიტიკოსები თუ მოქალაქეები ბოლომდე არ ენდობიან მათ და ბოლო ორი ათწლეულია ყოველი არჩევნების წინ დიდ განხილვებია ამ თემაზე და მის დაცულობაზე ხოლმე. ამიტომაც ხმას ძალიან ბევრი ფოსტით აძლევს ან ირჩევს ძველ მეთოდს და ისე ხაზავს ხოლმე. საქართველოში კი გარანტირებული და ობიექტური ყოფილა უსაფრთხოება. ოპოზიციის ნაწილიც იმავეს ამბობდა. გამოდის წინ ვყიფილვართ.
4. აქამდე ხომ უფრო მეტი ქალი დადიოდა არჩევნებზე?! ახლა პირიქით. მთელ რიგ ადგილას, სადაც ქალი ჭარბობს მამაკაცს, მაინც ათასობით მეტი მამაკაცი მისულა, ზოგან ბევრად მეტიც. მერე რა თუ 5%-ით მეტი ქალი გვყავს ქვეყანაში, ვიდრე მამაკაცი. 18 წლის ზემოთ კიდეც უფრო მეტი გვყავს ქალი, მაგრამ ეტყობა ჩათვალეს ძველ გენდერულ როლებს დავუბრუნდეთ, რაღადროის სუფრაჯიზმი და ხმის მიცემის უფლებისათვის ბრძოლააო.
5. ყოველი მეორე მოქალაქე მმართველი პარტიის მომხრე და ბოდიშის მოხდის მხარდამჭერი ყოფილა. ისეთი კარგი ხელისუფლება გვყავს 2012 წლის თავისი საუკეთესო შედეგი გაუზიარებია. მაშინაც 54% აუღია. 2020 წლის შედეგები გაუუმჯობესებია 230 ათასი ხმით. ისიც ტყუილი ყოფილა, რომ 83% ევროკავშირს უჭერს მხარსო. სინამდვილეში ევროკავშირის მხარდაჭერა 50%-ზე დაბალი ყოფილა. აკი ამბობდნენ არ გვჯერა გამოკითხვებისო?!
პ.ს. მოლდოვაში, რომელსაც პრო-დასავლური ხელისუფლება ჰყავს იქ სცადა რუსეთმა ჩარევა, სადაც 300 ათასი ადამიანი მოისყიდა ანდა დააშინა, საქართველოში კი სადაც პრო-რუსულია ხელისუფალი, იქ ვერ მოუხდენია ზეგავლენა არჩენბებზე. ყოჩაღ. სამაგიეროდ მარგარიტა სიმონიანმა და კრემლის სხვა პროპაგანდისტებმა ოფიციალურად მოგვილოცეს გამარჯვება.
ზემოთ კითხვები და აღმოჩენები იყო, ახლა ზოგადი მდგომარეობა:
ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე როგორი წარმოდგენის ვარ იცით, მაგრამ ამჯერად მაინც გამოიჩინეთ პრინციპულობა და პარლამენტში არც ადგილობრივის და არც უცხოელის მოწოდებაზე არ შეხვიდეთ იმ იმედით, რომ ვიღაცას მოაწონებთ თავს.
წმინდად აკადემიური ფაქტია: საქართველო არც აგროპროდუქცის წარმოებით განვითარებული ბელარუსია და არც ნავთობის ყველაზე დიდი რეზერვების მქონე ვენესუელა. აქ ავტოკრატია ბევრად მძიმეა ხოლმე.
https://www.facebook.com/share/p/GPE2Hqso4GNjyJhJ/