ოცნების ტიტუშკას გასაშლელი დანა ამოუვარდა" – თვითმხილველი 51-ე უბანზე მომხდარზე
თბილისში, ისანი-სამგორის 51-ე საარჩევნო უბანთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, ხოლო თვითმხილველის თქმით, ერთ-ერთ მამაკაცს გასაშლელი დანა ამოუვარდა.
"51-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნდათ დოკუმენტაცია, რომ ნამდვილად ჰქონდათ ამ უბანზე ყოფნის უფლება. მათ მოვუწოდეთ, რომ დაეტოვებინათ უბანი, მაგრამ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ ეს ადამიანები. მოხდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხელით გამოიწიეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მოხდა, ხოლო ამ შეწინააღმდეგების დროს, ქართული ოცნების ერთ-ერთ წარმომადგენელს, რეალურად ქართული ოცნების ტიტუშკას, ამოუვარდა დანა. ეს ფაქტი შევამჩნიე, იმ წუთასვე მივედი დანასთან ახლოს და არ მივეცი შესაძლებლობა, რომ მას აეღო ეს დანა. დანა [როგორც კადრებში ჩანს], არის გახსნილ მდგომარეობაში. ამ ადამიანს მომზადებული ჰქონდა ეს დანა იმისთვის, რომ ერთ-ერთი ჩვენგანის დასაჭრელად გამოეყენებინა. ახლაც ხედავთ, რომ დანა ისევ იმ ადგილას იმყოფება, დაახლოებით 1 საათზე მეტი გავიდა უკვე ამ ფაქტიდან, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცი, მოხდა თუ არა ამ ადამიანების იდენტიფიცირება", - ტელეკომპანია TV პირველს ეუბნება დამკვირვებელი, რომელიც ინციდენტს შეესწრო.
თვითმხილველის ინფორმაციითვე, პოლიციამ რამდენიმე მამაკაცი უკვე გადაიყვანა, თუმცა მათ უშუალოდ თვითმხილველთან დაკავშირება არ უცდიათ.
"როგორც ჩვენ გვითხრეს, პოლიციამ გადაიყვანა ეს ადამიანები, მაგრამ ჯერჯერობით პოლიციას არ მოუთხოვია ჩემთვის დამადასტურებელი ფაქტები. არც ამ ადამიანების იდენტიფიცირებისთვის არ დამკავშირებიან და ველოდები, როდის მოახდენს ეს უწყება ჩემთან დაკავშირებას", - თქვა დამკვირვებელმა.
https://tabula.ge/ge/news/724843-otsnebis-t...-dana-amouvarda * * *
პეკინის საარჩევნო უბნის შედეგებით, ოპოზიციურ პარტიებს 47 ხმა აქვს, ქართულ ოცნებას – 10
https://tabula.ge/ge/news/724863-pekinis-sa...ebit-opozitsiur * * *
პეკინის საარჩევნო უბნის შედეგებით, ოპოზიციურ პარტიებს 47 ხმა აქვს, ქართულ ოცნებას – 10
უბანზე სულ 57 ხმა იყო:
ქართული ოცნება - 10 ხმა;
კოალიცია ცვლილებისთვის - 18 ხმა;
ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 4 ხმა;
ძლიერი საქართველო - 10 ხმა;
გახარია საქართველოსთვის - 8 ხმა;
გირჩი - 4 ხმა;
ევროპელი დემოკრატები - 1 ხმა;
ლეიბორისტული პარტია - 1 ხმა;
ტრიბუნა - 1 ხმა
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
Do not argue with a fool. He will drag you down to his level and beat you with experience!
OPEN YOUR MIND, THINK WIDE ;-)