რუსკაია მეჩტამ არჩევნები მოპარა მართლა უნიათო ოპოზიციას.
არა ქართველ ხალხს! ოპოზიციას...
სათითაოდ ვეკითხებოდი მათ კედლებზე, სადაა სუსტი რგოლები და ხვრელები? რა ვქნათ, როგორ დავიცვათ ჩვენი ხმები? რაში დაგეხმაროთ?
და "იიი, ბევრნი თუ ვიქნებით, ოცნება დამარცხებულია".
მარტო ამომრჩევლის სიმრავლის იმედად იყვნენ და შეუსრულა ტრიუკაჩმა.
არ იკვლიეს სათანადოდ გაყალბების მეთოდები, ვერ გათვალეს.
წელს აღმოაჩინეს, რომ ქვემო ქართლი ყველაზე რთული და გაყალბებადი რეგიონია?
ჩაფლავდნენ.
გუშინ რვა საათზე ზეიმობდნენ, ბოლომდე ეგონათ, რომ ასე მარტივად დათმობდა
და ვისაც გგონიათ, რომ 2024 წლის საქართველოში ყოველი მეორე ამომრჩეველი ოცნებას აფერადებს,
რომ მათი მხარდაჭერა ამ ბოლო 12 წელიწადში გაიზარდა,
რომ გენდერული დემოგრაფია უცებ შეიცვალა,
ვინც მეჩტას გამოცხადებულ შედეგებს უფრო ენდობით, ვიდრე ქართველ ხალხს და საკუთარი თვალით ნანახ საპროტესტო განწყობას,
თქვენ დაგამარცხათ რუსკაია მეჩტამ და იყუჩეთ!
აი, ახლა ვინც ამათ რაააამე ფორმით ლეგიტიმაციას მისცემს,
დავით ზურაბიშვილივით მოკრძალებული კნავილით ან ტუტუცური რიხით დაიწყებს იმ ნარატივის შემოპარებას,
რომ ეს თავზე დახეული შედეგები უნდა მივიღოთ და მომავალი არჩევნებისთვის მოვემზადოთ,
რომ ქართველი ხალხი იმდენად სულელია, მთლიან სურათს ვერ ხედავს
"პირადი სიმპათიებით იხელმძღვანელა, არ მოსწონს ოპოზიცია და სხვას რას ელოდით, აბა?"
იქნება ბეჭედდასმული მოღალატე გარეწარი და სამუდამოდ უნდა უნდა გაბანკროტდეს!
ოპოზიციავ, ეს რუსები ვინც არიან და რისი მკადრებლებიც არიან, დადასტურდა, რომ თქვენზე კარგად ხალხმა ვიცით.
აი, თქვენ, მეტი შეცდომის უფლება აღარ გაქვთ!