გამარჯობს მეგობრებო!
არც პლენში ვარ. არც გტროლავდით.

ვარკვევდი რა და როგორ მოხდა ამ შედეგებზე. თან ტონკად და ისე რო რამე არ ესქესა ვინმეს. ჰოდა ამას ყველაფერს დრო უნდოდა.
მოკლედ გეხსომებათ ვწერდი სურათებიანი საარჩევნო სიებს გადიოდნენ მთელ უბანს აგიტატორების და საჯარო მოხელეების თანდასწრებით თქო. ადგენდნენ ვინ იყო საზღვარგარეთ. ვინც აქეთ იყო ვის აძლევდა ხმას და ვინ საერთოდ არ დადიოდა ამომრჩეველზე. წელს ეს აგიტატორები გააორმაგეს და საჯარო მოხელეებს მერიაში პირდაპირ უთხრეს, რომ სამსახურს დაკარგავდნენ არჩევნებამდე თუ არ მიეხმარებოდნენ ან რამეს იტყოდნენ.
ამით გაირკვა თითქმის 100%-იანი სიზუსტით ვინ სად იყო და ვის აძლევდა ხმას.
შემდეგ ეს მონაცემები გადაიგზავნა პარტიის ოფისში და იქედან სადაც კი მიხვდებით.
შემდეგ:
1. ვერიფიკაციის აპარატში ჩატვირთეს ყველა საზღვარგარეთ მყოფის მონაცემი. მათი პირადობები ჩამოიტანეს არჩევნების დღეს უბანში სანდო პირთან სუსის თანამშრომლის თანხლებით. შემდეგ ეს პირადობები დაურიგეს წინასწარ შემზადებულ პირებს, რომლებიც დასაქმებული არიან შპს ,,სატრანსპორტო კომპანიაში" ასევე ,,ააიპ სპეციალურ სერვისებში" და იქ უბრალოდ ხელფასს იღებენ არც კი დადიან თითქმის იქ. ამას მიუმატას ადრე ვინც ყავდათ 2021-ში უბნებზე შასაპარებელი სასტავი ხა ქეშად გადაუხადეს ფული. ესენი შეუშვეს უბნებზე. მოძრაობდნენ მცირე ჯგუფებად პატარა მანქანებით. ყველასთვის განსაზღვრული იყო რომელ უბანზე როდის უნდა ყოფილიყვნენ. ხსნარების თემა სწორი ყოფილა რაც ითქვა, უხარისხოა და შორდებოდა. ნაკადის მომწესრიგებელი და რეგისტრატორები იყო ოცნების, წინასწარ დამუშავებული. მათ იცოდნენ ,,ცინკი" რასაც იმ ჯგუფის წევრი იტყოდა ან იზამდა საარჩევნო უბანზე მისვლისას. ამით ნაკადის მომწესრიგებელი მათ უპრობლემოდ ატარებდა და ივივე იყო რეგისტრატორის შემთხვევსში. შედეგად ისინი ხაზავდნენ ქართულ ოცნებას. შემდეგ მიდიოდნენ სხვა უბანზე. ჭადრაკულად და არეულად. იყო ასევე მექანიზმი ნაკადის მომწესრიგებლის ნაკადის მომწესრიგებლების და რეგისტრატორები კონტროლის.
ქუთაისში არის 71 უბანი და 1 სპეცუბანი. დავალება იყო თითო უბანზე 100 კაცამდე მაინც უნდა შესულიყო ასე, მაგრამ ყურადღების მიუქცევლად. გამოდიოდა სადღაც 7000 ხმა + მაგრამ ამინდის და ბევრი მიზეზის გამო მოხერხდა 5000-ზე გასვლა.
2. არჩევნებამდე ოცნებას მოუპოვებია ყველა ნაც.ამომრჩევლის ბაზა ქუთაისში უშუალოდ ნაცების ოფისიდან. არჩევნებამდე ყველა ბობოლა ნაცი და წვრილფეხობა ნახა სუსმა და აგიტატორმა. თან ეს მოხდა ძალიან ტონკად. მე არ ვიცი ვინ კონკრეტულად რითი დააშინეს თუ იყიდეს ვიცი რო ბევრმა უარი უთხრა თანამშრომლობაზე, მაგრამ წვრილფეხობიდან დაიკერა ბევრი. მათ მხოლოდ 1 რამ თხოვეს, 41 მოეხაზეთ მეტი არაფერი. გადმობრუნებული ბიულეტენი შეცურებამდე კონვერტში ხო იდო. თუ კონვერტის ზედა გვერდს აწევდი ჩანდა გაფერადებულის არეალი 41 იყო ბოლო და ყუთის მეთვალყურე რწმუნდებოდა, რომ 41 გაფერადებული იყო და ამას ჩატში წერდა. სიაც იყო ცნობილი გადაკერილი ნაცის.
3. ყველაფერ ზემოთ თქმულს დაემატა ტრადიციულად სხვისი ჩამორთმეული პირადობებით (საზღვარგარეთ არ მყოფი) ხმის მიცემა. პირადობა ჩამოერთვათ საეჭვო ან ღიად ცნობილ ოპო განწყობის მეეზოვეებს აიპის წევრებს და ა.შ.
4. არჩევნების წინ დღეს დაამუშავეს ოპოზიციის ქვოტით კომისიის წევრები. ურეკავდნენ და აშინებდნენ! ვერაფერს უზამდნენ მაგრამ დაამანდრაჟეს ბევრი. იმ საუბრის ეფექტმა ის 1 დღე კი გასტანა. მეტი არ იყო საჭირო.
შედეგად ნაცების ალალი ამომრჩეველი შემცირდა.
4-იანის თემაზე ვერ გავიგე ვერაფერი თუ ქნეს რამე. ისინი რაღაც სხვანაირად მუშაობდნენ.
თუ ჩავთვლით რო ნაცები 5 და ნეო ნაცები 4 ერთ სეგმენტზე მუშაობენ მათი ჯამი არის ქუთაისში 19 000 ხმა დაახლოებით, 2021-ში 24 000 იყო მარტო ნაცი 5. ხატია დეკანოიძე კი საერთოდ 28 000 ხმა იყო.
აქ აშკარად ჩანს რა დონის კლებაა.
პარტიულები რო შევადაროთ სადღაც 5000 ხმა გამოდის (2021-ში 5 და 2024-ში 4+5)
შედეგად ქუთაისში ოცნებამ სადღაც 10 000 ხმით მეტი აიღო ვიდრე ტრადიციულად იღებდა.
აქვე უნდა ადინიშნოს იმ გადაკერილი ნაყიდი დაშინებული თუ ყველაფერი ერთად ეფექტი არის ორმაგი. ანუ ნაცებს კი არ მოაკლდა მარტო (ანუ საერთოდ არავისთვის რო არ მიეცა ხმა) უბრალოდ, არამედ ოცნებას მოემატა და ნაცების % დაინგრა ურთერთ ჭიდილში ინდივიდუალურად. 5 ათასს მოწინააღმდეგეს მოაკლებ და იმ 5 ათასს შენ მიიმატებ უკვე პირადად მასთან მეტოქეობაში 10 000 ამოქაჩე, მიუხედავად იმისა რო შენ პირად რიცხვს 5 ათასი მოემატა.
ახლა მთავარი.
მე როგორც მიხსნიდნენ ყველა ოპზიციურად არჩევნებში ჩართული პირები აქ ვერიფიკაციის აპარატები, მასში ჩატვირთული სიები, ელექტრონული დათვლის ყუთ-აპარატები საიმედოაო. მთავარი ,,პრაკოლი" მოხდა აქ. მეორე პრაკოლი მათივე მხარდამჭერები ვერ დაიცვეს ტერორისგან! ეგონათ მარტო რუსეთი ევროპის გამო მოხაზავდნენ ოპოს და გაუძლებდნენ ზეწოლას. ფაქტია ნაწილმა ვერ გაუძლო.
შედეგი დადგა ის რომ 47% დაიწერა ქუთაისში ოცნებამ!
სხვა ქალაქების და რეგიონების სპეციფიკა არ ვიცი.
This post has been edited by qutaiseli teroristi on 28 Oct 2024, 15:09