ერთი ელექტორნული არჩევნების გაყალბებაა შეუძლებელია და მეორე ის, რომ ვერანაირად გაასწორებენ ბაზებს.
პირობითად ვინმე ვასოს გამოართვეს პირადობა მისი ხმის მიტაცების მიზნით.
ვასო შედის პორტალზე და ამოწმებს საკუთარ აქტივობას არჩევნბში.
ჰოი საოცრებავ! თვითონ არ ყოფილა, მაგრამ მისი პირადობა იყო.
ვასო ამოიღებს ამაზე ხმას? მეტი არაა ჩემი მტერი.
ვასოს ხმის ამოღება რომ ნდომობა - აქამდე ამოიღებდა და დაშინებას/მუქარას არ დაუწვებოდა და საკუთარ პირადობას არ გასცემდა.
ხალხო, არჩევნებზე პროცენტი პირდაპირ დაიწერეს, რაზე საუბარობთ?!
ძალიან მარტივად შეცვლიან ყველაფერს და ამ კუთხით ოპოზიციამ უბრალოდ სიტუაციიდან გამოსვლის შესაძლებლობა მისცა.
რას ნიშნავს თუ მანდ არაფერი გამოჩნდება - მაშინ არ გაყალბებულაო, გახარია რომ იძახის?
დაშინება, მუქარა, მოსყიდვა - ეს არ გადის გაყალბებაში?

დაფიქრდით რა.
აქ გამოსავალი მხოლოდ საზღვარეთ წასული მოქალაქეების მიერ ხმის მიცემის დადგენაშია.
რადგან, თუ ფიქსირდება საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქის ხმა, რომელსაც საქართველოს საცხოვრებელი მისამრთიდან ამოწერა არ გაუკეთებია
მარტივად შესაძლებელია დამტკიცდეს ის, რომ ეს ხმა ყალბია, რადგან ფიქსირდება საზღვრის კვეთა.
აი აქ კი ნამდვილად ვეღარ ჩაასწორებენ რამეს, რადგან აირევა ხმის საერთო რაოდენობა.
აი ეს არის უტყუარი მტკიცებულება