#62269230 · 16 Sep 2025, 01:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
sulo იდეალსტი ხარ რა, რეალურად დიქტატურა რა არის ალბათ არ გინახავთ და არ გამოგიცდია. უბრალოდ სისტემა გსრისავს. რეალურად გონიათ, როცა ძალოვნები ხელისუფლებას ეკუთვნის, იქ რევოლუციის მოხდენა შესაძლებელია. არ დაგიმალავ და მეც მასე მეგონა, ხალხის ნება უმთავრესი და ა.შ. 2020 ბელორუსია გაიხსენეთ იქ რეალურად მოსახლეობის 80% იყო გარეთ,მაგრამ შედეგი....
masai11
| QUOTE | შენ საქართველოში არ ხარ ალბათ ხო?
არ არის ისე საქმე როგორც ჩვენ ვისურვებდით. იმ ხალხს ვისაც საქართველო ევროპული და დემოკრატიული მომავალი გვინდა, გვიპირისპირდება ორგანიზებული, სახელმწიფო რესურსით აღურვილი, აგრესიული, უტიფარი და მოძალადე მასა. და ამ მასას ამზადებს, ავარჯიშებს და მართავს რუსული სპეცსამსახური.
სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ისეთი უმრავლესობა, რომ მოვლენები ისე განვავითაროთ, როგორც ეს ვარდების რევოლუციის დროს იყო. ბიძნას, რუსულად მომართული სახელმწიფოც უფრო ძლიერია ვიდრე შევარდნაძის ჩამომპალი რეჟიმი.
ვერც ინტელექტით აღვემატებით საქართელოს მტრებს იმდენად, რომ მათი შავბნელი გეგმები გავშიფროთ და ხაფანგებს თავი ავარიდოთ.
როცა უხეშ ძალას უპირისპირდები, სულ ცოტა 3 ჭკვიანი უნდა იყო ამ ძალაზე, რომ მისი ფიზიკური უპირატესობის ნიველირება შეძლო. მაგრამ, როცა ეს მოძალადე ჩლუნგთან ერთად უტიფარიცაა და ყევალფრის მკადრებელი - აქ სულ ცოტა 5-ჯერ უფრო მეტი ინტელექტი და გონიერება გმართებს რომ შანსები გამოათანაბრო.
ჩვენს ქმდებებში (ანტიქოცების), სამწუხაროდ არ ჩანს ღრმა გონიერების და მაღალი ინტელექტის კვალი. გულწრფელობა - კი! სიმართლე - კი! სამშობლოს სიყვარული - კი! მაგრამ გონიერება - ვერა.
და საბოლოოდ გვაქვს ეპოქალური დაპირისპირება, სადაც გულწრფელობა და გულუბრყვილობა ებრძვის აგრესიულ უტიფრობას. ვის რა შანსები აქვს შენი აზრით?
|
ასეთი რეალური შეფასება, კარგა ხანია არ მომისმენია. თან გაითვალისწინეთ, მოსახლეობის განწყობაც მთლად ანტისახელისუფლებო არ არის. ახლა არ დამიწყოთ ნიჰილიზმი და ა.შ. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. პროპაგანდამ თავისი საქმე გააკეთა. ასე რომ ბ.ბ ნორმალურად გრძნობს თავს.
This post has been edited by uria on 16 Sep 2025, 01:35
|