Facebook-იდან
არჩევნები ჩემს სოფელში:
დამკვირვებელი ვიყავი მატანში სამივე უბანზე, სადაც 2012 წლის მერე ქოცებს არ მოუგიათ და წელს პირველად მოიგეს.
გამიკვირდა. ქოცებსაც კი გაუკვირდათ.
ვიყავი კარდაკარზე. რამდენიმე ასეულ ადამიანს შევხვდი და პირადად ველაპარაკე არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც. განწყობა ცალსახად ოპოზიციური იყო, თუმცა ღიად ცოტა აფიქსირებდა. მოვისმინე უამრავი ზეწოლის ფაქტი. ზოგმა თავისი მოყვა, ზოგმა "მეზობლის"...
არჩევნების მერეც ერთი დღე არ გავჩერებულვარ და ამიტომაც არ დამიწერია პოსტი აქამდე. მინდოდა რასაც დავწერდი გარკვეულ ინფორმაციას დაყრდნობოდა და არა მარტო ჩემს მოსაზრებას. ფაქტობრივად კარდაკარი გავაგრძელე.
აშინებდნენ სამსახურის დაკარგვით, სოციალურის მოხსნით, შვილით. იკადრეს ყველაფერი, მაგრამ ხალხმა მაინც იცოდა რაც უნდა ექნა. კოორდინატორად აქციეს მთელი სოფელი. ოღონდ, ამ ხალხს მანამდე პოლიტიკა არ აინტერესებდა. უცბად ყველა პოლიტიკით დაინტერესდა. არჩევნების დღეს მთელი დღე საარჩევნო უბანთან იდნენ და პოლიტიკა არ აინტერესებდათ.
ვერავის კონკრეტულ შემთხვევას ვერ მოვყვები გარდა ჩემი კონკრეტული შემთხვევისა. არჩევნების წინა დღეებში ქოცების ოფისში შევიარე, მოსაკითხად მოვედითქო და მაინტერესებს რას აკეთებთქო. ცხადია, არაფერი დამიშავებია. ყველა ჩემი სოფლელი იყო, თითქმის ყველას ვიცნობდი. იმავე საღამოს გავიგე რომ სუსში დარეკეს

. სუსში დარეკეს რაზე, რომ მე ქოცების ოფისში შევედი. სუსს რა უნდა ექნა არ ვიცი - დამირეკავდა და დამტუქსავდა, თუ რა, მაგრამ დარეკეს.
ასევე, 3 წლის წინ ადგილობრივ არჩევნებზე სამჯერ მიაგზავნეს სხვადასხვა პირი დედაჩემთან „სალაპარაკოდ“, რომ ქოცები შემოეხაზა. გაგიჟდა ბოლოს დედაჩემი და მითხრა. მე სანამ არ გავაფრინე, არ გაჩერდნენ. თან დედაჩემი, რომელიც არასდროს მალავდა თავის პოზიციას და არც სუსტია რომ აზრი შეაცვლევინო.
ამ ორი შემთხვევიდან მარტივი წარმოსადგენია ხალხი რას გადის სოფელში, სადაც ერთადერთი დამსაქმებელი სახელმწიფოა.
მაგალითად, ალვანში ისევ წააგეს ქოცებმა და რომ მოვიკითხე რატომ, დაშინების ის ფორმები არ გამოიყენა ადგილობრივმა მმართველობამ, რაც მატანში იკადრეს. შესაბამისად, უბანზე მისულებს ისე არ შეეშინდათ, რომ კომისიის წევრები მათ ხმას "გასცემდნენ". არ იკადრეს თუშებმა, განსხვავებით მატნელებისგან. გიორგი მამუჩარაშვილმა (მატნის სოფლის დეპუტატი საკრებულოში) კარგად შეასრულა დავალება.
რა მოხდა ჯამში, უკიდურესი ზეწოლის ქვეშ საარჩევნო უბანზე ვერ ნახა ხალხმა ფარულობა და შესაბამისად ვერ გააკეთეს ის “რაც უნდა გაეკეთებინათ”. კერძოდ:
• გამოჟონა მელანმა
• ღია იყო "კაბინა"
• სკანერში ბიულეტენის შესვლას აკონტროლებდნენ ქოცების ნდობით აღჭურვილი პირები, რომელებიც ნათლად ხედავდნენ ზემოთ გქონდა წერტილი დასმული თუ ქვემოთ.
• წავიდა ეს ხალხი სახლში და თავისებს მოუყვა რომ არ გაერისკათ. ზოგს თვითონ უთხრეს რომ ხედავენ ....
ზეწოლა, დაშინება, მოსყიდვა სხვადასხვა მასშტაბით სულ იყო, მაგრამ იყო ფარულობა და მანდ წყდებიდა ჯაჭვი - აგებდა ოცნება. ახლა ჯაჭვი ვერ გაწყდა, რადგან ხმის მიცემა იყო გამჭვირვალეზე გამჭვირვალე.
მე ძალიან ძალიან ვწუხვარ ყველა იმ ადამიანის გამო, ვინც ამ შიშში ცხოვრობს და ძალიან მესმის მათი შიშის. წარმოვიდგინე, ჩვენ რომ სტუდენტები მარტო ვცხოვრობდით თბილისში, დედაჩემთან მისულიყო ვინმე და რამე ეთქვა ჩვენზე.
ჩემი სოფლის ამბავი ალბათ ძალიან ჰგავს სხვა სოფლების ამბებს და განსხვავდება დიდი ქალაქებში რაც ხდება იმისგან.
ამის მერე რა იქნება არავინ იცის - იზოლაცია, კრიზისი, შიში, ზეწოლა - კარგი არაფერი. ერთადერთი კარგი იქნებოდა არჩევნები არ მოპარულიყო.
პასუხისმგებლობა ყველა კრიზისზე საბოლოოდ ქართულ ოცნებაზეა. 12 წელი ხელისუფლებაში რომ ხარ, შეუძლებელია ხალხის კმაყოფილება გაიზარდოს. შეუძლებელია ხალხმა ამ ზეწოლას გაუძლოს. ზამბარა მოჭიმულია. შეუძლებელია ის ხალხი მართო, ვინც არ აგირჩია ან ზეწოლის ქვეშ აგირჩია. ერთი რისიც ნამდვილად მჯერა არის ის რომ, ბოროტება ყოველთვის მარცხდება და საქართველო იქნება თავისუფალი და დამოუკიდებელი <3.