გუშინ და დღეს რატომ ელოდებოდით რამე გადამწყვეტს?
პროცესი იწყება და ხურდება ნელ-ნელა.
ნორმალური ხალხისგან მიკვირს, თორემ აქ მობილიზებული ქოც-ტროლების სიმრავლე სხვა თემაა,
და სხვათა შორის, მე პირადად ძალიან კარგად მენიშნება და მახარებს

დღეს მგონი, გაუტყდათ უკვე ერთხელ შეცვლილი პროტესტის დაქენსელება.
ნუ, ხალხთან და ხალხზე მუშაობა არ იციან ამათმა, სამწუხაროდ.
დაიწყეს სადღაც სამისკენ მოსვლა, ოთხს აკლდა წუთები იფქლიდან ჩარაზულ შესასვლელთან რომ ჩამოაღწიეს (100მეტრია).
გასვლითი პრესკონფერენცია ჰქონდათ
ახლა ვუსმენ მელიას და თბილისი უნდა გაივსოსო და მერე შევუბერავთო .
ჰო, 40 წუთი კამერებთან იკეკლუცეთ თქვენ, მერე 5 წუთი რეჩი მოსცხეთ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და მაგარ მუხტს აწევთ

მარტო ელისაშვილი და ვაშაძე ერეოდნენ და კომუნიცირირებდნენ ხალხში
დანარჩენები იმიჯებს ქმნიდნენ.
სხვათა შორის, გახარიას სასტავიც იყო, გოგიჩაშვილი და აქუბარდია ნამდვილად, და ხუჭუჭა ლამაზი გოგო რომ ყავს, ისიც მგონი.
გვარამია არ იყო.
და მაინც! რაც არ უნდა მოხდეს,
სამიზნე არ აგვერიოს:
სხვა სამშობლო არ გვაქვს!
უკეთესი ოპოზიცია, ტელევიზიები არ გვყავს, თუმცა როგორი არაკვალიფიციურები და ულაზათოებიც არ უნდა იყვნენ სრული უმტესობა,
მათზე გაბუტვა და ვაი-ვიში დემოკრატიის დასამარება და დიქტატურისთვის თავის დახრაა.
და პარტ (აქტიურ) ქოცებზე უარესი არავინ არაა!
ასე რომ, ხვალაც მივდივართ!
ეგ კი არა, რაქვიაშვილმა რაღაც დიდი მიტინგის პრე მიტინგი დააანონსა და მანდაც ვაპირებ მისვლას,
მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არაფერში ვეთანხმები გირჩს.
ძალა ერთობაშია!
ისრები მომიტანეთო, შვილებოო..
და სხვა ბანალური ჭეშმარიტებები <3