მსოფლიო ლიდერობა ნიშნავს მსოფლიო წყობის დაცვას და მხარდაჭერას.
საერთაშორისო სამართალი, კანონის უზენაესობა, არჩევნები როგორც დემოკრატიული მმართველობის ინსტრუმენტი - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ პრინციპებისა რისი ერთგული და მეოხი იყო და უნდა იყოს აშშ როგორც ცივილური სამყაროს ლიდერი ქვეყანა.
უკრაინამ თუ არ მოუწერა ან აიძულეს დაუჯდე რუსეთს და მოუწეროს კაპიტულაციას ხელი, მანამდე ეს ტეიტორიები არის მიტაცებული და მისი უკან დაბრუნება არ დგება ეჭვის ქვეშ. არ აღიარების პოლიტიკაც სუვერენული ქვეყნის ტერ. მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპიდან მოდის.
უკრაინაში ზელენსკიც და რადა ვერ გადაწყვეტს ეს ტერიტორიები გადაულოცოს რუსეთს, ამისთვის რეფერენდუმი იქნება საჭირო, რაც ომის პირობებში შეუძლებელია ჩატარდეს.
რუსეთის მიერ მიტაცებული ჩვენი მიწები რომ ვერ უპრავდება მოსკოვს ეს არსებული საერთაშორისო სამართლის დამსახურებაა და ამას უპირობოდ იცავს აშშ.
გარიგების/მოლაპარაკების შედეგად, ეს ომი მხოლოდ უკრაინის საზიანო შედეგის ხარჯზე თუ დამთავრდება.
უკრაინის ძალით დაყოლიებას აშშ/რუსეთის მხრიდან არაფერი უდგას, წინ თუ ევროპა არ დაუდგა მას გვერდით.
ვფიქრონ მის თვალწინ დატრიალებულ ენით აღუწერელ უსამართლობას ვერანაირად ვერ შეეგუება ევროპა.
მოუწევს ევროპას პროტეზის ჩასმა და პაპის დროინდელი კარაბინის სარდაფიდან ამოტანა და გაწმენდა.
მერე კი შერცხვება და მობრუნდება როგორც უძღები შვილი (აშშ) და ამ აზიური ურდოს გაჩერებაში გაიღებს თავის წილ წვლილს.
დასუსტებული ევროპა და ჩინეთისგან მხარდაჭერილი რუსეთი დიდი საფრთხე იქნება ამერიკისთვის.
ვნახოთ, წინ ბევრი ვნებათაღელვა გველის