თორნიკე ერისთავის ტექსტსაც დავდებ ბარემ:
http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/sask...ke_erisTavi.htmყველაზე მეტად ჰალისის ბროლა მიყვარს აკაკის ამ უკვდავი ნაწარმოებიდან

ანუ ამ ნაწარმოებში მხოლოდ ის კი არ არის მნიშვნელოვანი, ბარდა სკლიაროსი რომ დვაამარცხეთ ქართველებმა ზოგადად და გადავარჩინეთ მაშინ საქრისტიანო, არამედ მნიშვნელოვანია თვითონ ბრძოლის ტაქტიკაც, თუ როგორ მოხდა ბარდა სკლიაროსის დამარცხება.
ეს ადგილი მიყვარს ყველაზე მეტად:
მცირე აზიას, ჰალისის პირად,
ერთი ხანია ბანაკად მდგარი,
ასე იმღერის გუნდად და გუნდად
შეუპოვარი ქართველთა ჯარი.
მათი გუგუნი, მათი კიჟინი
ზე ეფინება ირგვლივ მთა და ბარს,
და ესე ყველა ეკლად და ისრად
გულში ესობა სკლიაროსის ჯარს.
კბილებს ილესავს ბრაზმორეული,
არც დღე, არც ღამე აღარ აქვს ძილი;
მაგრამ რას იზამს? მარჯვე დროს ეძებს
მათ შესაბმელად სკლიაროს ფრთხილი.
ქართველი ჯარის ვაგლახად შებმას
გამოცდილება სარდალს აფიქრებს
და ვეღარ ჰბედავს თვითონ იერიშს,
დახვდომა უნდა... ამაგრებს საფრებს.
უნდა, რომ ჯარი მან მიიტყუოს
იმ სიმაგრეში და იქ ებრძოლოს:
თუ არ ამ ხერხით, ისე სხვაგვარად,
ის არ მოელის კეთილსა ბოლოს;
და საკენწლავად გუნდად და გუნდად
წასატყუებლად აგზავნის ჯარებს,
და განზრახულად თვითონვე აღებს
მტრის შესასვლელად ბანაკის კარებს.
მაგრამ თორნიკე გამოცდილია:
არ მოტყუვდება ამგვარი მახით,
მათვე უპირებს გამოტყუებას
სხვაგვარი ხერხით და სულ სხვა სახით.
იქ ქართველთაგან ლაშქრადვე იყო
დასავლეთელი ბერძნების ჯარი
და, რომ თორნიკეს ემონებოდნენ,
მათ მოსდიოდათ ამაზე ჯავრი...
ასე ამბობდნენ მათი სარდლები:
„მართლაც რომ ღმერთი ჩვენ გვიწყრებაო:
მთავარსარდლობა ქართველს უჭირავს,
ეს არის ბერძნის დამცირებაო!“
ეს სცნო თორნიკემ, ჯერ გაიღიმა,
რაღაც სხვა ფიქრმა მას გაუელვა,
მერე შეჭმუხნა რისხვით წარბები,
აინთო სახე, მთლად აიღელვა.
და სთქვა: „მოვსულვართ შორის ქვეყნიდან
მოსახმარებლად კეთილად, ძმურად
და ესენი კი პასუხს გვაძლევენ
ბატონობითა და მედიდურად?!
დიდი ხანია, რაც ჩემს ბრძანებას
აღარ უგდებენ ბერძნები ყურსა
დროს შესაწონად - დროის შესაფერისად.
და არად ჰხდიან, თქვენც ჰხედავთ, ძმებო,
ჩვენს ერთგულებას და სამსახურსა!
მაშ, თუ ასეა, აღარ გვაქვს ბრალი,
გულთამხილავო, შენ ჰხედავ, ღმერთო,
რომ უმიზეზოდ შემომწყრალ ხალხთან
აღარა გვაქვს-რა აწ ჩვენ საერთო!“
სთქვა და უბრძანა ჯარს ამხედრება,
საქართველოსკენ უკან გაბრუნდა;
ამით ბერძნები მარტო დაჰყარა ჰხდიან - ძვ. უხმობენ, ეძახიან, მოუწოდებენ, რაცხავენ.
და მიაყარა მათ ქვა და გუნდა...
This post has been edited by შავლეგა on 3 Nov 2024, 11:05