დაახლოებით 11 წელი და ფორუმის 21-ე თემა ლარის კურსზე გავიდა და დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველ ხალხზე ეკონომიკური დეზინფორმაციაც აღარ ჭრის:
"
Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი გადაცემაში „იმედის კვირა“ საერთაშორისო შემფასებლებისა და სარეიტინგო სააგენტოების პროგნოზზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც საქართველოს 2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა და მიზნობრივთან ახლოს ინფლაციის მაჩვენებელი ექნება.
გიორგი აბაშიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო კვლავ მიმზიდველი რჩება ინვესტორებისთვის და გამოწვევებად დასახელებულია სწორედ ის რადიკალური პოლიტიკური ქმედებები, რომელიც ქვეყნის შიგნით არის.
მან ოპოზიციის მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური დეზინფორმაციის მიმართ საზოგადოების მედეგობა გაზრდილია.
„მე არ ვიცი რამდენჯერ შეიძლება მოიტყუონ, თუმცა ჩემი დაკვირვებით, ყოველ შემდგომ ტყუილზე ჩვენ არ ვიღებთ იმ პანიკას, რომელსაც ვიღებდით დასაწყისში. ნოემბერში ტყუილებზე და ნეგატიურ მოლოდინებზე ლარის კურსი რეაგირებდა და ეს ჩვეულებრივი პროცესი იყო, მაგრამ დღეს ვხედავთ ტყუილების ნაწილი გრძელდება, მაგრამ საზოგადოების მედეგობა ეკონომიკური დეზინფორმაციისადმი გაზრდილია“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
"
https://imedinews.ge/ge/ekonomika/385198/gi...sadmi-gazrdiliaჩემი პირადი ძალიან ძალიან მოკრძალებული, უმნიშვნელო წვლილი მეც მაქვს შეტანილი ამ ამბავში (აქ, ფორუმის ამ თემაში დისკუსიების გზით).
ყველა გულწრფელ ოპონენტს, გზააბნეულ დეზინფორმირებულ მლანძღველსა თუ აზრის გამზიარებელს - დიდი მადლობა დისკუსიებში ჩართულობისთვის! და ბოდიშს გიხდით, თუ ჩემი სიხისტით ვინმეს რამე გაწყენინეთ თავის დროზე.
დღეს კიდევ ერთხელ თამამად და ხმამაღლა შემიძლია გავიმეორო რომ (ვციტირებ):
"ლარი არის ნამდვილად, ნამდვილად სტაბილური და საამაყო ვალუტა, რომელიც გრძელვადიან პერიოდში ყველაზე ნაკლები მერყეობით ხასიათდება თავისუფალი სავალუტე და ფინანსური ბაზრების პირობებში!"
დეზინფორმაციასთან ეპიკური ბრძოლის (ფორუმზე) ერთერთი ეპიზოდი, რაც უცებ "დაგუგვლით" ვიპოვე:
ლარის (დოლარის, ევროს)კურსის საერთო თემა VOL XI (post #54731160)